შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
“დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე. საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.