ტელეკომპანია "მაესტროს" შენობას დღეიდან კომპანია "მაგისტრის" დაცვის სამსახური იცავს. უცხო პირთაგან შენობაში შესვლის უფლება ექნებათ იმ პირებს, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს. გადაბაძე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ დრომდე "მაესტროს" დირექტორად არის დარეგისტრირებული.
"ახალი დაცვის სამსახური, ალბათ, ქალბატონმა ბაია გადაბაძემ დაიქირავა. შენობის განმკარგავი დღეს ის არის. რამდენადაც მე ვიცი, ეს შენობის დაცვას ემსახურება და არა შპს "სტუდია მაესტროს," განაცხადა "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კიკაბიძემ.
"მაესტრო" ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას. ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე კი დღეს, 14:00 საათზე შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდებიან და ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.