,,ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში და ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე.
საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. გახდება იმიტომ, რომ ამისთვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, არაერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მტკიცე , მამაცი და თამამი ნაბიჯები გადადგა.
გახდება იმიტომ, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ. გახდება იმიოტომ, რომ ასეა საჭირო უფრო სტაბილური, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ღირსეული პარტნიორი 2016“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე შეკრებილ სამხედროებს.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართულ-ამერიკული სწავლების ორგანიზატორები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ს ევროპული სარდლობა.ქართულ-ამერიკული სწავლება საქართველოში მეორედ ტარდება და მასში 1 300 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 ბრიტანელი ჯარისკაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.