კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, საქართველოს ვარშავის სამიტზე MAP-ს არ მიანიჭებენ. აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე.
"არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება... არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP-ს საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ. რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და აქ ჩვენ, არის დანარჩენი ანუ ყველაფერი MAP-ის გარდა. წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა რაც MAP-ი. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები შესაძლოა იყოს იმ შემთხვევაში თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდინება თუ როდის შეიძლება საქართველო უკვე MAP-ის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია”, - განაცხადა აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.