ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი იყო.
მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის. აღნიშნულს ექსპერტი იმით ხსნის, რომ "ბანკებმა გაითამაშეს". დუნდუა კონკრეტულად "თი-ბი-სი" ბანკსა და "საქართველოს ბანკზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო, უმსხვილესი მოთამაშეები უნდა დაისაჯონ.
"რცხვენოდეს „თი-ბი-სი“ ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს“ გუშინდელი საქციელის გამო. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.... პასუხი უნდა აგოს ყველამ გუშინდელი საქციელისთვის. გუშინ რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის, რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იგივე სავალუტო ჯიხურებში“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.