საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ვიზიტი იმართება პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრთან ერთად დაესწრება გაერო-ს რეფორმების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, ასევე გენერალური დებატების გახსნის ცერემონიას.
პრემიერ მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საქართველოსა და საფრანგეთის ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში „Rebuilding Trust in Government", რომლის ფარგლებშიც საქართველო გადმოიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობას.
მიხეილ ჯანელიძე პრემიერ მინისტრთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში თემაზე: ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები.
დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა მინისტრების დონის შეხვედრაში ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების შესახებ- Exponential Technologies.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამი-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე შეხვედრები სუამი-აშშ და სუამი-იაპონიის ფორმატში.
საგარეო სამეთა მინისტრი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე შეხვედრას გამართავს ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან. ასევე ორგანიზაციების: American Jewish Congress და B'nai B'rith International-ის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ-მდივანთან, ასევე კოლეგა მინისტრებთან.
მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრებში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და უზბეკეთის პრეზიდენტთან.
ასამბლეის გენერალური დებატები 2017 წლის 19-25 სექტემბერს გაიმართება", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.