Facebook Inc-მა (FB.O) განაცხადა, რომ რუსეთში ბაზირებულმა ოპერატიულმა სამსახურებმა ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 80 000 განცხადება გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელში იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინათ შეერთებული შტატების პოლიტიკაზე და აღნიშნული განცხადებები იმ დროის პერიოდში შესაძლოა 126 მილიონ ამერიკელს ენახა.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, „ფეისბუქის“ უკანასკნელი მონაცემები რუსეთთან კავშირის მქონე განცხადებებზე, რომელსაც შესაძლოა შეერთებული შტატების ხმის უფლების მქონე მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ნახავდა, გაცილებით აჭარბებს კომპანიის მიერ ადრე გავრცელებულ ინფორმაციებს განცხადებების წვდომადობის მონაცემებთან დაკავშირებით.
Twitter Inc-მა (TWTR.N) ცალკე 2 752 ანგარიში აღმოაჩინა, რომელიც დაკავშირებული იყო რუსულ ოპერატიულ სამსახურებთან, განაცხადა წყარომ, რომელსაც კომპანიის წერილობით დამამტკიცებელ საბუთზე მიუწვდება ხელი.
„როიტერსის“ ცნობით, Google-მა, რომელსაც Alphabet Inc-ი (GOOGL.O) ფლობს განაცხადა, რომ რომ მან რუსეთთან კავშირის მქონე სარეკლამო განცხადება აღმოაჩინა, რაშიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნების პერიოდში 4 700 აშშ დოლარი იყო გადახდილი.
„ფეისბუქზე“ 80 000 განცხადება 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის აგვისტომდე დროის პერიოდში გამოქვეყნდა და მათი უმეტესობა ფოკუსირებული იყო აზრთა სხვადასხვაობის შემცველ სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილებზე, ისეთზე, როგორიცაა რასობრივი ურთიერთობები, განაცხადა „ფეისბუქმა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.