„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, ბიზნესს დაეხმაროს. ივანიშვილმა განცხადება სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას გააკეთა.
„მე მაქსიმალურად ვცდილობ, დავეხმარო ბიზნესს, რამეთუ ბიზნესია საფუძველი იმისა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს და სიმდიდრე შეიქმნას ქვეყანაში. მხოლოდ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და არა ხელისუფლებამ მოსახლეობა", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის, რომ ბიზნესმენები დადიან მასთან კონსულტაციებისთვის, ეს ძალიან კარგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.