სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
18-01-2019, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.

 


საქართველოს მთვარობამ იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

 

 

პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება.

 


ინიციატივის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

 

 

სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

 

 

კანონპროექტის მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლოს და გარკვეული შვება მოუტანოს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ.

 


მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

 

კომენტარები: 203
#3   Jeanett
      
You do not have to have to travel to a physical sportsbook
in order to wager on your favoourite team in the EPL.

Review my website; Gambling Site
1 მარტი 2024 10:31
#2   Neesha
      
Howdy would you mind sharing which blog platform you're working with?
I'm looking to start my own blog soon but I'm having
a difficult time choosing between BlogEngine/Wordpress/B2evolution and Drupal.

The reason I ask is because your layout seems different then most blogs and I'm looking
for something completely unique. P.S Sorry for being off-topic but
I had to ask!

Here is my homepage; Lekisha
29 თებერვალი 2024 13:51
#1   გიორგი
      
2017 წლის 26 იანვარს ადმინისტრაციულ სახდელად გაფრთხილება დამედო გაზის დატაცებისთვის, კომპანია ზიანის ასანაზღაურებლად 825 ლარს მთხოვს, ვარ სოციალურად დაუცველი 33050 ქულით თანხას ვერ ვუხდი და ამიტომ მიჩივის სასამართლოში იძულებითი აღსრულება რომ მოხდეს. ითვალისწინებს თუ არა ეს კანონპროექტი 825 ლარის ჩამოწერას თუ მარტო გაფრთხილება ჩამომეწერება და თანხა მაინც გადასახდელად დამეკისრება?
27 თებერვალი 2019 08:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი