გედევან ფოფხაძე: ბიძინა ივანიშვილი არის აგრესიული ათეისტი და ის არის დღეს ჩვენი მორწმუნე ხალხის და მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მტერი
19-09-2021, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მტერი, „აგრესიული ათეისტი“, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც „არა უბრალოდ ღმერთის არ სწამს, არამედ აღიზიანებს ის ხალხი, ვისაც ღმერთის სწამს“.

 

 

როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ივანიშვილი დღემდე ვერ ინელებს იმას, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაში მას ეკლესიამ შეუშალა ხელი. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ივანიშვილმა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე თავად განაცხადა, რომ კანონპროექტზე უარის თქმით, იგი 2 მილიარდს კარგავდა.

 


„იდეოლოგიური, ღირებულებითი კონფლიქტია მასსა და პატრიარქს შორის და მასსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის და საერთოდ, მორწმუნე ხალხს შორის. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის აგრესიული ათეისტი. ჩვეულებრივი ათეისტისაგან განსხვავებით, აგრესიულ ათეისტს არა უბრალოდ ღმერთის არ სწამს, არამედ აღიზიანებს ის ხალხი, ვისაც ღმერთის სწამს. და მე მქონდა ეს კამათი ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის სხდომაზე, როდესაც გამომიცხადა, რომ როცა პარლამენტის შენობაში შედიხარო, შენ შენი რელიგიური შეხედულებები კარებთან უნდა დატოვოო. მე ვუთხარი, ეს პიჯაკი არ არის, გავიხადო, დავტოვო და ისე შევიდე და მერე ჩავიცვა, რომ გამოვალ-მეთქი. მას ეს აგრესია ჰქონდა და ამ აგრესიამ განსაკუთრებული პოლიტიკური ხორცი შეისხა მას შემდეგ, რაც მოინდომა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გატანა. ეს კანონპროქეტი 2 მილიარდ დოლარს თუ ლარს... ის საუბრობდა 2 მილიარდზე, საუბრობდა, რომ 2 მილიარდი უნდა ვიშოვო და თქვენ და მორწმუნე ხალხი და ეკლესია არ მაძლევთ მაგის უფლებას. უმრავლესობის სხდომაზე, ჩემს გარდა 60 კაცი იყო კიდევ და იმედია, ვიღაცა ისინდისებს. იქ ძალიან აქტიურობდა ზვიად ძიძიგური, მირიან წიკლაური. მე გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც იქ იყვნენ და ამ კამათს უსმენდნენ, ყველამ დაივიწყოს ეს შინაარსი. მთავარი ფიგურა იყო გახარია, მან შემოიტანა ეს კანონპროექტი, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, დაავალეს... გახარიას პრემიერობა გავიდა სამ თემაზე - ეს იყო სამეგრელოს დარბევა წინასაარჩევნოდ; ეს იყო მარიხუანას კულტივაცია და ეს იყო მიტინგის დარბევა - ამ სამი „დამსახურების“ გამო გახდა მაგი პრემიერი. ახლა კაი საქმეს აკეთებს და მე მაინც ვამბობ, რომ გახარია ჩვენი მოკავშირეა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ და დაამატა:

 

 

„მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეკლესიამ რომ ლუკმა ამოაცალა, ეს 2 მილიარდი რომ ამოაცალა ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს ეს მონელებული არ აქვს და ის არის დღეს ჩვენი მორწმუნე ხალხის და მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მტერი“.

 

კომენტარები: 205
#5   Mildred
      
I'm not sure why but this website is loading very slow
for me. Is anyone else having this issue or is it a
issue on my end? I'll check back later and see if the problem still exists.



Visit my blog post - Lynne
1 ნოემბერი 2021 05:02
#4   Emily
      
Everyone loves what you guys tend to be up too.

Such clever work and reporting! Keep up the awesome works guys I've incorporated you guys to my personal blogroll.


Here is my webpage: Kelley
28 ოქტომბერი 2021 08:09
#3   Sherryl
      
I like the helpful information you provide in your articles.
I will bookmark your blog and check again here regularly.
I'm quite certain I'll learn lots of new stuff right here!

Best of luck for the next!

my website ... Michelle
27 ოქტომბერი 2021 16:21
#2   Alba
      
When I initially commented I clicked the "Notify me when new comments are added" checkbox and now each time a comment is added I
get several e-mails with the same comment.
Is there any way you can remove me from that service?
Thanks!

my web blog - Clyde
27 ოქტომბერი 2021 13:56
#1   ბესარიონი
      
g43abz
20 სექტემბერი 2021 07:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი