GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, საცხოვრებელი კორპუსი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 13.1 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 5.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 2.0 პროცენტიანი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში. 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 4.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 1.0 პროცენტით.
ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,458 ლარი; ვაკე – 3,690 ლარი; კრწანისი – 3,143 ლარი; საბურთალო – 3,072 ლარი; ჩუღურეთი – 3,030 ლარი; დიდუბე – 2,980 ლარი; ნაძალადევი – 2,809 ლარი; ისანი – 2,665 ლარი; გლდანი – 2,619 ლარი; სამგორი – 2,482 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.