კომპანია "პეგასუსის" კუთვნილ თვითფრინავს დღეს დილით, აფრენისას პრობლემა შეექმნა, რის გამოც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი რეისი გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგე უფროსების ხელმძღვანელმა, გიორგი გოგლიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, "პეგასუსს" აფრენისას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, ამან იმოქმედა დანარჩენ ექვს რეისზე და შესაბამისად, გაფრენის განრიგმა რამდენიმე საათით გადაიწია.
რაც შეეხება მგზავრებს, ისინი ამბობენ, რომ საფრენი ბილიკი მოყინული იყო და აფრენის პრობლემაც ამან გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მგზავრებმა აღნიშნეს, "პეგასუსის" რეისი დღეს, 06.20 საათზე უნდა შესრულებულიყო სტამბულის მიმართულებით, თუმცა, აფრენის მზადების დროს მოცურდა. მათივე განცხადებით, მგზავრები ტერმინალზე გადაიყვანეს. როგორც მგზავრები აცხადებენ, ტრანზიტულ მგზავრებს ამის გამო შეექმნათ პრობლემა.
ამასთან როგორც კომპანიაში აცხადებენ, "პეგასუსი" რეისს, დღეს 13.20 საათზე შეასრულებს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268495-thbilisis-aeroportshi-eqvsi-reisi-gadaido.html
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.