გერმანელი პროფესორები აცხადებენ, რომ ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების გვამის გაკვეთისას კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი არის ნული და ყველას გარდაცვალების სხვა მიზეზი ან მიზეზები ჰქონდა
16-04-2020, 00:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანელი მეცნიერები ჩვეული აკურატულობით, სიზუსტით, მეცნიერულად, ფუნდამენტურად, ემოციების გარეშე "ანგრევენ" ეპიდემიის მედია-მითს. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF -ზე ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკის (Prof. Hendrik Streeck) კვალდაკვალ გამოდის ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი, პათოლოგანატომი, პროფესორი კლაუს პოიშელი (Prof. Klaus Peuschel) და ისინი აცხადებენ:

  

 

1. ჰამბურგში კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილების გვამის გაკვეთისას კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი არის ნული და ყველას გარდაცვალების სხვა მიზეზი ან მიზეზები ჰქონდა; ჰამბურგი ერთადერთი ფედერალური მიწაა, სადაც გვამებს კვეთენ, მიუხედავად რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ფედერალური ინსტიტუტის რეკომენდაციისა, რომ გვამები არ გაიკვეთოს;

 

 

2. პროფესორი ჰენდრიკ შტრიკი აცხადებს, რომ რობერტ კოხის და ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტების კვლევის მეთოდოლოგია არის მცდარი, რადგან მათ ლეტალურობის დონე რეგისტრირებული და ტესტირების შედეგად დადასტურებული ინფიცირებულთა ციფრიდან გამოყავთ. მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ რეპრეზენტატული (წარმომადგენლობითი) შეიძლება იყოს. შტრიკის ინსტიტუტმა ქალაქ ჰაინზბერგში (გერმანიის ყველაზე მეტად დაინფიცირებული ქალაქი) გამოიკვლია 1000 მოქალაქე. ისინი ვირუსით ინფიცირებაზე და ასევე ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე შეამოწმეს ანუ დაადგინეს ვის აქვს ვირუსი და ვინ უკვე გადაიტანა. აღმოჩნდა, რომ 15%-ს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა ისე, რომ მათ არც იცოდნენ ამის შესახებ და არ იყვნენ მანამდე ტესტირებულნი ან რეგისტრირებულნი.

 

 

3. პროფესორი შტრიკი აცხადებს, რომ ქალაქ ჰაინზნბერგში მისი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მეცნიერული კველევის შედეგად გაირკვა, რომ ვირუსის ლეტალობა ქალაქ ჰაინზბერგში 0.43%-ს, ხოლო მთელი გერმანიის მასშტაბით კი 0,37%-ს შეადგენს და არა 3,4%-ს როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ან 1,7%-1,9% როგორც ჯონ ჰოპკინსის ან რობერტ კოხის ინსტიტუტები აცხადებენ.

 

 

4. ვირუსი, რომელიც გერმანიაშია, იდენტურია იმისა რაც არის ჩინეთში, იტალიაში, ნიუ-იორკში... განსხვავებები დათვლაში და სტატისტიკაში არის გამოწვეული ტესტირების მეთოდებით და გარდაცვალების მიზეზების არასწორი იდენტიფიცირებით. იტალიაში სასუნთქი გზების ან ფილტვების დაავადებით ყველა გარდაცვლილს, თუ მას ვირუსი ჰქონდა, ავტომატურად კორონავირუსის სტატისტიკაში ახვედრებენ და პანიკის საფუძვლებს მოსახლეობაში სწორედ ეს ქმნის.

 

 

5. პროფესორი შტრიკი აცხადებს, რომ გარდაცვალების სტატისტიკის დათვლაში ადგილი აქვს მიკერძოებას და ეს დამოკიდებულია ყოველი ქვეყნის მიერ ტესტირების ჩატარების შესაძლებლობაზე. თუ არ ჩატარდება რეპრეზენტატიული გამოკვლევა, აუცილებლად მიიღებთ ყალბ სტატისტიკას.

 

 

6. პროფესორი კლაუს პოიშელი აცხადებს, რომ რობერტ კოხის ფედერალურმა ინსტიტუტმა თავიდანვე გასცა რეკომენდაცია, რომ გვამები არ გაკვეთილიყო და ეს სრულიად მცდარი მითითება იყო, რადგან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იყო თითოეული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ გარდაცვლილი, რომ ცოდნა ცოცხლებისთვის გამოვიყენოთ. ეს კი მხოლოდ ჰამბურგში ხდება. მაგალითად ყველაზე დაინფიცირებულ ჰაიზენბერგში არც ერთი გარდაცვლილი შესასწავლად არ გაიკვეთა.

 

 

7. რობერტ კოხის ფედერალური ინსტიტუტი კორონავირუსის მიზეზს უწერს ყველა ინფიცირებულს, ვინც გარდაიცვლება თუ მას ვირუსი დაუდასტურდა მანამდე. ჩვენ კი როდესაც ვირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი გავკვეთეთ, აღმოჩნდა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა ან სხვა ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც ტვინში სისხლის გაჟონვით გარდაიცვალნენ. რეალურად კი ყველა გარდაცვლილს კორონავირუსს მიაწერენ და სწორედ ეს ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას და ხალხი შეშინებულია, რადგან ყოველდღე ისმენს ამის შესახებ ტელევიზიით.

 

 

8. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს კორონავირუსის კვალს ვერ ვიპოვით სიკვდილიანობის საერთო სტატისტიკაში. წელს არ იქნება გარდაცვალების მეტი შემთხვევა ვიდრე წინა წლებში.

 

 

9. რისკის ჯგუფი არიან ავადმყოფები შერყეული იმუნური სისტემით.

 

 

10 გაკვეთის შემდეგ არ მინახავს არც ერთი გარდაცვლილი, რომელიც იყო ინფიცირებული და არ ჰქონდა სხვა მძიმე ავადმყოფობა ან ავადმყოფობები. კორონავირუსის მიერ დატოვებული კვალი კი საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ.

 

 

ვფიქრობ, ჩვენი ქართველი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აანალიზებენ, ეკონტაქტებიან უცხოელ მეცნიერებს (მათ შორის პროფესორ ჰენდრიკ შტრიკს) და კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების გზებსაც ამუშავებენ. ვირუსის შეჩერება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ უნდა გახდეს უფრო მეტი პრობლემების მომტანი. აშშ-ს მთავარ ინფექციონისტ დოქტორ ანტონიო ფაუჩის ამერიკელი კონგრესმენები უკვე სთხოვენ ბალანსის მოძებნას სამედიცინო რეკომენდაციებს და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შორის.

 

 

ირაკლი გოგავა,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2381
#1   მამუკა
      
ეს რა ბოდიალია ?! ეს იგივე რომ თქვა ტყვიით მოკლულ ადამიანზე ტყვია არაფერ შუაშია იმითომ რომ არ აღმოაჩნდა ორგანიზმშიო...
ამხელა დაფინანსებებს რისთვის ღებულობენ ?! ამ სულელური კვლევებისთვის?!
16 აპრილი 2020 07:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი