„ჩატარებული კვლევების შედეგად, თბილისში, მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე, ასევე ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე გავაჩერეთ ყველა სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ჩვენ დავუკვეთეთ, ეს ეხება მდინარე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე ჩატარებულ კვლევას, ასევე ჟვანიას ქუჩას, მიმდებარე ქუჩებს. ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი „გრგ“ და სამშენებლო მოედანი გამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობები განხორციელებულიყო. ძალიან დიდი შემოტევა იყო ამ ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული იმისთვის, რომ გაგვეცა ნებართვები, იყო ასევე „გეერგე“-ები რამდენიმე, თუ კარგად მახსოვს, და ჩვენ დავუკვეთეთ კვლევა, რომ რეალურად გაგვეგო, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები, ეს ქუჩები და გვაქვს რეალურად დასკვნა“, განაცხადა კახა კალაძემ.
მან კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა თავის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომელმაც აღნიშნა, რომ გეოლოგიური კვლევების ჩატარებამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების წარმოება დასაშვები არ არის.
(ვიდეო ამ თემაზე იხილეთ 16:47 წუთიდან)
„ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის (მარცხენა და მარჯვენა ფერდების) კვლევა მერის დავალების შესაბამისად ჩატარდა. ორივე ფერდის ძალიან დეტალური კვლევა მოხდა, რომელიც დაახლოებით, 200 ჰა-ზე ჩატარდა და რომელმაც აღნიშნული ფერდების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოსაინჟინრო მდგრადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვცა. სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა, აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.
„კვლევის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ქვათა ცვენისა და გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „ბალტიკ დეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, რადგან მარცხენა ფერდზე ქვათა ცვენის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, მათ მიეცათ რეკომენდაციები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგოდ, დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ. მათთან მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხევში ასევე, ჰიდროლოგიური ნაწილია გასაუმჯობესებელი და ისინი მოწყობილ წყალგამტარს 1.5 მეტრით აამაღლებენ, როგორც ეს კვლევის შედეგებშია ასახული. აღნიშნული ღონისძიება კვლევისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ასწლოვანი პოტენციური წყალმოვარდნის დროს, რაიმე სახის რისკს მთლიანად გამორიცხავს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
კახა კალაძემ კი თქვა, რომ ასეთ საკითხებში უკომპრომისოები იქნებიან და არ დაუშვებენ მშენებლობებს ისეთ ადგილებში, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება მოქალაქეებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.