იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ვანის, მუნიციპალიტეტში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.
ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის - სალხინოს, ციხესულორის, შუამთას, ზედა ვანის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციზე ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი.
პროექტს, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
ქალაქ ვანის მოსახლეობას ამ დროისთვის წყალმომარაგება აქვს, თუმცა არსებული ქსელი მოძველებულია, ხშირია დაზიანებები, რის შედეგად ადგილობრივებს წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.