პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად
25-01-2022, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.

 


ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები, უკვე გეგმავს ან განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების და საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა რეგიონში.

 

 

ამასობაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის ლდერებთან, ურსულა ვან დერ ლეინთან და შარლ მიშელთან ვიდეომოლაპარაკებები გამართა და უკრაინაზე მოსალოდნელი რუსული აგრესიის თაობაზე დასავლეთის სახელმწიფოების საერთო სტრატეგია განიხილა. „ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - სრული ერთსულოვნება ყველა ევროპელ ლიდერთან“, - თქვა ბაიდენმა ვიდეო შეხვედრების შემდეგ.

 


დაუნინგ სთრითის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ლიდერები „შეთანხმდნენ საერთაშორისო ერთიანობის მნიშვნელობაზე რუსეთის მზარდი მტრობის პირობებში“.

თუ რუსეთის შემდგომი შეჭრა მოხდება უკრაინაში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „მოკავშირეებმა უნდა მიიღონ სწრაფი საპასუხო გადაწყვეტილებები, სანქციების უპრეცედენტო პაკეტის ჩათვლით“.

 

 

უფრო ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მისთვის „დამღუპველი ნაბიჯი იქნება“.

 

კომენტარები: 243
#3   SEO
      
Superbly written article, if only all bloggers offered the same content as you, the internet would be a far better place.. ราคามวย
5 თებერვალი 2022 14:34
#2   Liwovosa
      
Nice post! This is a very nice blog that I will definitively come back to more times this year! Thanks for informative post. w881club
3 თებერვალი 2022 17:28
#1   SEO
      
This particular is usually apparently essential and moreover outstanding truth along with for sure fair-minded and moreover admittedly useful My business is looking to find in advance designed for this specific useful stuffs… soaptoday
26 იანვარი 2022 18:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი