მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: შეურაცხყოფილი ვარ, გადავწყვიტე მივმართო საგამოძიებო ორგანოს
10-12-2015, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებას უზომოდ შეურაცხმყოფელად მიიჩნევს.

 


როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.

 


"გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 


მისი თქმით, თუკი მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მიზნად არ ისახავენ მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

 


"მათ შეეძლოთ, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად. დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავალის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 


მისივე თქმით, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, არალოგიკურია.

 


"საინტერესოა, ვისგან უნდა მიმეღო ქრთამი გამამატყურენებელი განაჩენის გამოტანაში. ალბათ ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავად გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებთან მიმართებაში ჰუმანური იყო", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 


მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება მისი ძმის პროკურატურაში მუშაობას, მსჯავრდებულების ახლობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ თანამდებობასთან დაკავშირებით. 
ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მისი ძმა პროკურატურის სისტემაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ მიმართულებით მხარეებს არ ჰქონიათ.

 

კომენტარები: 241
#1   Demetra
      
dianabol cycle side effects


http://xn----8sbec1b1ad1ae2f.xn--90ais/user/cablesuede02/ Dianabol cycle Only


https://may22.ru/user/piscesdrug0/ dianabol cycle for beginners


https://rentry.co/8a3gi3kh dianabol only cycle for beginners


https://www.udrpsearch.com/user/copybase08 dianabol only
cycle results


https://topbookmarks.cloud/item/404302 dianabol 10mg
cycle


https://fakenews.win/wiki/Anadrol_Oxymetholone_An_Overview test e and dianabol cycle


https://duus-vestergaard-2.blogbright.net/full-anavar-cycle-guide-dosage-and-saf
ety-suggestions deca and dianabol
cycle


https://penvoice18.bravejournal.net/dianabol-and-winstrol-cycle-dosage-advantage
s-and-unwanted-effects Sustanon and dianabol cycle


https://peatix.com/user/27516124 valley.md


https://trade-britanica.trade/wiki/Dianabol_And_Take_A_Look_At_Cycle_Guide_Resul
ts_Dosage how to take dianabol first cycle


https://yogicentral.science/wiki/Three_Newbie_Steroid_Cycles_That_Will_Pack_On_M
uscle_Fast dianabol dosage cycle


https://yogicentral.science/wiki/Three_Newbie_Steroid_Cycles_That_Will_Pack_On_M
uscle_Fast Dianabol Winstrol Cycle


https://pin-it.site/item/404229 valley.md


https://setiathome.berkeley.edu/show_user.php?userid=13115429 Dianabol And Testosterone Cycle


https://lovebookmark.date/story.php?title=turinabol-vs-anavar-which-is-the-highe
r-steroid dianabol post cycle


https://skitterphoto.com/photographers/1182793/moore-sheehan dianabol cycle side effects


http://okprint.kz/user/zonestring0/ dianabol test cycle


https://monjournal.space/item/404561 dianabol cycle guide

References:


dianabol sustanon cycle (classifieds.ocala-news.com)
14 ოქტომბერი 2025 07:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი