გზების რეაბილიტაციისთვის საქართველო 75 მლნ დოლარს მიიღებს
10-07-2014, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება. საფინანსო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა. მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფოს აღნიშნულ თანხას გრძელვადიანი სესხის სახით გამოუყოფს.

 

 

"მსოფლიო ბანკი კვლავ განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული სახსრები შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის განხორციელებას მოხმარდება",- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 

"პროექტის მთავარი ბენეფიციარები ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და გზით მოსარგებლეები არიან. პროექტის განხორციელების შემდეგ, მათ ბაზარსა და საჭირო მომსახურებებზე მეტი წვდომა ექნებათ", – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

 

 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც სამ ქალაქთან (თელავი, სამტრედია და წალენჯიხა), 126 სოფელთან და დაახლოებით 45 600 ოჯახთან დაკავშირება გამარტივდება, რაც, დაახლოებით, 138 000 ადამიანს გულისხმობს. ამ სოფლების უმეტესობა ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც გადაადგილება ჭირს და და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი დაბალშემოსავლიან მოსარგებლეთა ტრანსპორტის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და მიზნობრივ რეგიონებში, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე უკეთესი წვდომის მეშვეობით, ადგილობრივ დონეზე განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

 

"იმ გზების ნუსხა, რომელიც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, შევათანხმეთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი მონაკვეთის, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი, დაახლოებით, 15 – კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტივობები. ასევე, დაგეგმილია კვლევა, რომელიც მოიცავს სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის", – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 262
#2   tech
      
I found Hubwit as a transparent s ite, a social hub which is a conglomerate of Buyers and Sellers who are ready to offer online digital consultancy at decent cost. disadvantages of financial statement analysis
14 მაი 2022 01:07
#1   tech
      
Well we really like to visit this site, many useful information we can get here. pg slot auto
21 აპრილი 2022 20:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი