გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა
24-03-2017, 06:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამხედრო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

„სერჟანტთა მომზადების ცენტრი გამორჩეული და ერთ-ერთი პრესტიჟულია შეიარაღებულ ძალებში. თავად სერჟანტები შეიარაღებული ძალების იერარქიაში ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის სულიერ ფუნდამენტს წარმოადგენენ. მათ ბრძოლაში არაერთი საგმირო მაგალითი გვიჩვენეს. დღეს სერჟანტთა მომზადების ცენტრი ღირსეული ქართველის, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ სერჟანტები გიორგი ანწუხელიძის თავდადებისა და მხედრულ ტრადიციებს მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებენ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

საზეიმო ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, სხვა ოფიციალური პირები და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


უწყების ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, ასევე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

 


ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს, წახალისების მიზნით, მედლები გადაეცათ.

 


თავდაცვის მინისტრმა მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძესა და სერჟანტ ხათუნა ახალკაცს გადასცა.

 


გენერალური შტაბის უფროსმა კი, მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხი“ მასტერ-სერჟანტი ავთანდილ ლიპარტელიანი, ხოლო მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხი“ სერჟანტი ჯიმშერ აფრიამაშვილი და უფროსი სერჟანტი ზვიად მჭედლიშვილი დააჯილდოვა. ოთხ სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო ცხრას - მადლობა გამოუცხადეს.

 


თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

 


მათივე ინფორმაციით, სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

 

კომენტარები: 261
#1   Arnulfo
      
References:


after steroid cycle https://classihub.in/author/staceybeche/

legal anabolic steroids stacks http://tamilachat.org/community/profile/natishardp1690/

ronnie coleman steroid use https://equipifieds.com/author/miravalasqu/

Real dianabol Steroids for sale https://www.sitiosecuador.com/author/teshacoughl/

steroids names https://www.psx-place.com/members/kathiemedl.266383/

which is a possible long-term effect of steroid use?
https://tamilachat.org/community/profile/redarigby529917/

Best Steroid cycle for cutting https://gantnews.com/classifieds/author/brooksa3345/

Steroid cycle chart https://medtrain.biztechnosys.com/blog/index.php?entryid=3788

substitutes for steroids https://www.rogerdeakins.com/forums/users/sophiefryer78/

arnolds steroid cycle https://heealthy.com/question/the-5-best-steroids-for-mass-gain-proven-picks-by-
professionals/

anabolic Steroids bodybuilders http://www.ogloszenia-norwegia.pl/dam-prace/new-research-reveals-how-many-hours-
of-sleep-you-need-for-muscle-growth-and-it-might-surprise-you.html

what effects do steroids Have on the Body https://theterritorian.com.au/index.php?page=user&action=pub_profile&id=1146498

What Are The Advantages And Disadvantages Of Common Names https://optimiserenergy.com/forums/users/grazynaingham3/

best Bulking steroid stack https://radicaltarot.com/community/profile/rebekah4012019/

Buy Anabolic Steroids Online https://elearning.smalsa.sch.id/blog/index.php?entryid=17363

Natural steroids To build muscle http://37.221.202.29/blog/index.php?entryid=5001

References:


https://www.tobeop.com/how-to-get-rid-of-man-boobs-advice-from-a-doctor/

http://hev.tarki.hu/hev/author/TamaraLesi

https://tamilachat.org/community/profile/redarigby529917/

http://tamilachat.org/community/profile/augustacascarre/

https://usellbuybid.com/user/profile/1032072

https://usellbuybid.com/user/profile/1032072

https://www.sitiosbolivia.com/author/josie471748/

http://hev.tarki.hu/hev/author/TamaraLesi

https://oke.zone/profile.php?id=397966

http://tamilachat.org/community/profile/augustacascarre/

https://biglandfishinglodge.com/forums/users/trentcarron/edit/?updated=true/user
s/trentcarron/

https://www.psx-place.com/members/kathiemedl.266383/

https://oke.zone/viewtopic.php?pid=1003846

https://fijicopts.org/osclass/index.php?page=user&action=pub_profile&id=623

https://reckoningz.com/trt-vs-steroids-understanding-the-difference/

https://tuffclassified.com/user/profile/JPJLarhonda
21 მარტი 2025 12:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი