ქობულეთის მუზეუმის ორგანიზებით აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 138-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში საიუბილეო დღისადმი მიძღნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. შეხვედრაზე XIX ს-ის II ნახევრის საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მდგომარეობაზე, ასევე საიუბილეო თარიღის ისტორიული ღირებულება და ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს მუზეუმის ადმინისტრაციამ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დააჯილდოვა.
დედასამშობლოსთან დაბრუნების 138-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 10 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.