მიხეილ სააკაშვილი: ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია - მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან
19-11-2018, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ინიციატივას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანების განულების შესახებ „ბოროტ აფიორას" უწოდებს.

 

 

„მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა. ბოროტია იმიტომ, რომ - არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით კვებო. მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი და უკვე დიდი სიცრუეა, მაქსიმუმ „ქართუს" ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად.

 

 

საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია, არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, ბევრად ნაკლებზეა. იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა იმიტომ, რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი, იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე.... თორემ, სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის, ეს არ ეხება მთლიან საქართველოს.

 

 

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული - აღმოჩნდა ბლეფი; გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, მერე თქვა, რომ შემეშალა; დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა.

 

 

მოკლედ, ეს კაცი ბაძავს ნამდვილად პაბლო ესკობარს, პაბლო ესკობარი იყო ცნობილი ნარკოტრაფიკერი, რომელმაც თქვა, რომ თუ გავიმარჯვებ არჩევნებში გადავიხდი კოლუმბიის საგარეო ვალს, ოღონდ უნდა გამაშენებინოთ ნარკოპლანტაციები მთელ კოლუმბიაში. მგონი, ჩვენმა ხალხმა მშვენივრად იცის, ანუ 15 დეკემბრის შემდეგ - „პოსლეზე მოგიტანთო.“ ერთი რამ მინდა ვურჩიო ჩვენს ხალხს, ივანიშვილის „პოსლეზე“ რა ღირს, მე მგონი, თქვენ კარგად იცით, მოატანინეთ ყველაფერი. რისი წაგლეჯვაც შეგიძლიათ დღეს. სიმართლე ვთქვათ, დღევანდელი ე.წ. ინიციატივა ბევრად ნაკლებია 5 კგ კარტოფილი თუ ხახვი", განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას.

 

კომენტარები: 322
#2   Indiana
      
Century Casinos, Inc has signed bargains with Circa Sports,
Bet365, and Tipico to operate mobile betting platforms in partnership with each provider.


Feel free to visit my site :: Edudoctors.Com
29 თებერვალი 2024 23:55
#1   Korie
      
Greetings I am so happy I found your weblog, I really found you by mistake, while
I was looking on Digg for something else, Anyhow I am here now
and would just like to say thanks a lot for a fantastic post and a all round enjoyable blog (I also love the theme/design), I
don't have time to read it all at the moment but I have saved it and also added your RSS feeds, so when I have time I will
be back to read more, Please do keep up the great job.

Feel free to visit my blog Chadd
29 თებერვალი 2024 15:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი