„გარეჯი არის საქართველოს განუყოფელი წმინდათაწმინდა ნაწილი, ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა", აცხადებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე), რომელიც იმყოფება დავით გარეჯში იმ ასეულობით ადამიანთან ერთად, რომლებიც კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში დილიდან მშვიდობიანი მსვლელობის მოსაწყობად შეიკრიბნენ.
„დღეს აქ ერთად შევიკრიბეთ ერი და ბერი, მშვიდობიანი მოლოცვით, ამას მიზანი მხოლოდ ეს აქვს და არა რამე სხვა განზრახვა, რომ ჩვენი მშვიდობიანი ხმა ვამცნოთ ყველას - ჩვენს მეზობელსაც და შინაურსაც", ამბობს მეუფე ეფრემი.
დავით გარეჯში, დევიზით - „გარეჯი საქართველოა" აქცია მიმდინარეობს. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დილიდან საქართველოს მართალმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიიდან სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა.
სამოქალაქო აქტივისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს. მომლოცველები გეგმავენ, რომ აღდგომის ტაძართან შეკრების შემდეგ, ჩიჩხიტურის კოშკამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.