საპარლამენტო უმრავლესობაზე პრემიერ მინისტრის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის შემდეგ, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან წასვლის დრო სწორად შეარჩია. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამ ეტაპზე დასვენებას აპირებს.
ღარიბაშვილმა თქვა რომ კვირიკაშვილი ღირსეული კანდიდატია, მას დიდი ხანია იცნობს და მასთან მეგობრობა აკავშირებს: "მე ვფიქრობ, რომ კოალიციამ შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი ჩვენი პრემიერ მინისტრობის. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მე მას მინდა ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდ ხანს ვმუშაობდით ერთად. ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით. ახლაც უკვე ჩვენ 3 წელი ვიმუშავეთ და მე ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა," აღნიშნა ღარიბაშვილმა და დაამატა:
"მე ვფიქრობ, რომ ჩემს გამოსვლაში აბსოლუტურად ყველაფერი ნათელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და როგორც ჩემს გამოსვლაში ეს აღვნიშნე, სწორ დროს შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. ჩემი პრინციპი ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ სწორი დრო შევარჩიე. მე ახლა ვაპირებ რომ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად იყო ამ საკადრო პროცესებში ჩართული ბიძინა ივანიშვილი, კომენტარი არ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.