ჩვენ აპოლიტიკური დაწესებულება ვართ და პოლიტიკოსების ადგილი თსუ-ს პრობლემების გადაწყვეტაში ნამდვილად არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თსუ-ს ფოიეში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
უნივერსიტეტის რექტორმა მოუწოდა სენატს და სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ოფიციალურად დამტკიცებული რეგულაციები და კანონი და პრობლემების გადაწყვეტის მიზნით დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
პაპავას თქმით, მისი სტუდენტებთან მისვლა იმას უკავშირდება, რომ კიდევ ერთხელ გააფრთხილოს სტუდენტები და ახალგაზრდები, რომ უნივერსიტეტში შექმნილი პრობლემები არის უნივერსიტეტის რექტორატის და სტუდენტების გადასაწყვეტი და მასში პოლიტიკური ძალების მონაწილეობა სასურველი არ არის.
ლადო პაპავა პოლიტიკოსებსას მიმართავს და მათ "უმაღლესი განათლების შესახებ" ახალ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.
"მიაჩნია, რომ აუცილებელია მიიღონ ახალი კანონი - უმაღლესი განათლების შესახებ. ის კანონი, რომელიც 2006 წლიდან გვაქვს, აშკარად მოძველებულია. ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების სამუშაო სადაც არის, არის სწორედ ეს, რომ იფიქრონ თუ როგორ მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს უმაღლეს სასწავლებელს," განაცხადა ლადო პაპავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.