თსუ-ს მოქმედი რექტორის ვლადიმერ პაპავასთვის უცნობია დაინიშნება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პოსტიდან 2 დღის წინათ წასული პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.
პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე საბუთების მიღება 14 აპრილს, 18:00 საათზე იწურება და ამაზე საუბარი ნაადრევია და მას კვერენჩხილაძის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია.
როგორც პაპავამ აღნიშნა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 1300 კაცზე მეტი, რაც დიდი რიცხვია, მისივე ინფორმაციით, ამ რაოდენობის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ პირველად ხდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადება არის შესული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.