MAP-ი წინა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებულ საკითხად იქცა, რის გამოც, ნატო-ს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება, - განაცხადა საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ.
“რეფორმები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მოკავშირე ქვეყნებისთვის, თუ როდის მიიწვიონ საქართველო წევრობისთვის. ბუქარესტის სამიტიდან გამომდინარე სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის, როდის? - ეს გახლავთ თემა პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს.
საქართველოს წინსვლისთვის ნატო-ს მიმართულებით რეფორმები უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს უცნაური შემთხვევაა. ნატო პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარში უდგას. ჩვენ ერთად გავივლით ინტეგრაციის გზას“, - აღნიშნა ლაჰიუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.