"მოვუწოდებთ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები“ - კონგრესმენი რასელი
22-04-2016, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და არაფორმალურ მმართველობაზე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე ისაუბრეს.


კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.


კონგრესმენის განცხადებით, ივანიშვილი გავლენას კვლავ ინარჩუნებს მთავრობაზე. სტივ რასელმა ყოფილი პრემიერი რუსეთისადმი ლოიალურად და პუტინის მოკავშირედაც მოიხსენია.


„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა.


"მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები,“- განაცხადა რასელმა.


რასელის განცხადების თარგმანს "რუსთავი2" ავრცელებს.

 

კომენტარები: 27
#7  ნ
      
როდემდე უნდა ერეოდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის საქმეში.ნებისმიერი მილიარდელის ანგარიში რომ გაყინონ შენს ჯიბეში წამოვა??????
22 აპრილი 2016 05:23
#6   გიგი
      
FUCK USA! IANKY GO HOME! FUCK NATO!

უნდა დაიწყოს ანტიამერიკოსული გამოსვლები და მოვითხოვოთ ამერიკულმა დიპ მისიამ დატოვოს საქართველო!
22 აპრილი 2016 05:12
#5   Giorgi Lomidze
      
ერთმა რასელმა ჰომ გაყო ქართველობა ორ ნაწილად (იეღოველთა დამაარსებელი ჩარლზ რასელი) და ახლა კიდევ მეორე რასელი გამოხტა ქართულ პოლიტიკურ არენაზე. მე მოვუწოდებ პუტინს, თუ ამერიკელები ჩაერევიან ქართულ პოლიტიკაში, მაშინ მანაც მიიღოს შესაბამისი ადეკვატური ზომები.
22 აპრილი 2016 04:49
#4   ნინო ანთიძე
      
ბატონი რასელის განცხადებიდან გამომდინარე,იქმნება შთაბეჭდილება,რომ იგი საქართველოს წინა ხელისუფლებასთან ან რაიმე ვალდებულებით არის დაკავშირებული,ან დაშანტაჟებულია.იმ ხელისუფლებასთან,რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ,არჩევნების გზით ჩამოაშორა ქვეყანას.მოვუწოდებ მას, უკეთ გაეცნოს ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს თავს უფლება,ისაუბროს საქართველოს შესახებ.
გრცხვენოდეთ,ბატონო კონგრესმენო! თქვენ უარყოფით გავლენას ახდენთ საქართველოს მოსახლეობის დასავლეთისადმი სიმპათიებზე.
22 აპრილი 2016 03:49
#3   თამარი
      
რატომ ერევა ვიღაც რასელი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში?! ეს ქართველი საზოგადოების გადასაწყვეტია, მის
ცემს ბატონ ბიძინას უფლებას ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თუ არა! ასე შეყვეს ცხვირი ყველა ქვეყანაში და დააქციეს დემოკრატიის სახელით. მათი დემოკრატიულობა სხვა ქვეყნების მიმართ არის ფაშიზმი. ქართველი ხალხი გადაწყვეტს! როდის, ვისთან, როგორი, ურთიერთობა ქონდეს და არა ვიღაც რასელი.
22 აპრილი 2016 03:32
#2   Романоз Ткибульский
      
ეს სხვა სახელმწიფოში ჩარევის უფლება ვინ მიცა აშშ - ს. საქართველო დამოუკიდებული სახელმწიფოა თუ ამერიკის კოლონია ?
22 აპრილი 2016 02:39
#1   ნათელა შერგელაშვილი
      
ბატონო კონგრესმენო, საქართველოს მოსახლეობას არაფერს ეკითხებით?! თუ თქვენ არ გაინტერესებთ საქართველოს მოსახლე3ობის აზრი?????
22 აპრილი 2016 01:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი