ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყების ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა.
„ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.
ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.