პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ნატო-ს გენერალურ მდივანმა აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ძლიერ თანამშრომლობას, რაც ალიანსსა და საქართველოს შორის არსებობს. მისი თქმით, ვარშავის სამიტი იყო საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საჭიროა გაძლიერდეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სკენ სვლას აგრძელებს და ამ გზაზე ქვეყანას შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. „იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, სჭირდება საქართველოს და ნატოს მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომაც არის, რომ ხშირად შეიძლება ძალიან ხმამაღლა ვაგრძელებთ ნატოს კარზე კაკუნს. ეს არ არის ჩვენი ემოციური გადაწყვეტილება, ეს არის რაციონალური, პრაგმატული ანალიზის შედეგი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგნიზაცია. ის არის ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია. „ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვაცნობიერებთ. ამიტომაც, ვაგრძელებთ საჭირო რეფორმების გატარებას ყველა მიმართულებით“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და ნატო ძალიან ბევრს იღებს საქართველოსგან და არა მარტო ავღანეთში. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს, თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვის შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ ეს ღონისძიება კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო ნატოსთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით.
საუბარი შეეხო ასევე, წინასაარჩევნო ვითარებას და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში იენს სტოლტენბერგი პარლამენტის წევრებს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.