საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ესაუბრა.
პრეზიდენტი ახალგაზრდებს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კამპანია ,,შენი ხმა ჩვენი მომავლია" შესახებ ესაუბრა, საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ და მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდისკენ მოუწოდა.
,,მე მიმაჩნია, რომ როცა საარჩევნო უბნებთან მივალთ შედეგად მივიღებთ არა ორ დაპირისპირებულ ბანაკს, ორ მტრულ ბანაკს, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტიას პარლამენტში, სოციოლოგიური კვლევები ამის იმედის საფუძველს გვაძლევს.
როგორც ქართულ სიმღერაში და პოლიფონიაშია სხვადასხვა ხმები, რომლებიც ერთობლიობას ქმნიან, ასეთი განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ.
ეს არ არის ჩემი არჩევნები, დღეს მე თვითონ ვარ ამომრჩეველი, რომელიც ცდილობს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ვის მისცეს ხმა, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი ლეგიტიმაციის პარლამენტი არის ის რაც მე როგორც ამომრჩეველს და როგორც პრეზიდენტს უმთავრეს მოთხოვნად მაქვს ჩამოყალიბებული.
თქვენი ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ მოვუწოდოთ ყველამ ერთად, რომ 8 ოქტომბერი იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ქვეყანა განვითარდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.