საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილე აღნიშნეს
12-09-2016, 08:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად საჩხერეში საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ჟან-ივ ლე დრიანი ერთად ჩავიდნენ. საზეიმო ღონისძიება სამთო სკოლის სამწყობრო მოედანზე საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე გაიხსნა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სკოლის 10 წლის იუბილის პარალელურად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართული სამშვიდობო ოცეულის გაცილების ცერემონიალიც გაიმართა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ოცეული ბანგიში, ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში, ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს მისიას. ქართველი მშვიდობისმყობელების მთავარი ამოცანა ძალთა დაცვა, ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოტორიზებული პატრული იქნება. 

 

 

საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამთო სკოლის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე მიულოცეს. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიის წარმატებით განხორციელება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირად შემადგენლობას მაღალი შეფასება მისცა:

 

 

„ჩემი აქ ყოფნა იმის დასტურიცაა, რომ ვიზიარებ სამხედრო იდენტურობასა და იმ ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს, რაც სამთო დანაყოფებს ახასიათებს და საქართველოსა და საფრანგეთს აერთიანებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მაღალი ხარისხი ურთიერთობებისა, რომელსაც ჩვენი ქვეყნები თავდაცვის სფეროში ინარჩუნებენ მას შემდეგ, რაც 1997 წელს ორმხრივ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. საფრანგეთი ბედნიერი და ამაყია იმ გასანკუთრებული ურთიერთობით, რაც საქართველოსთან თავდაცვის სფეროში აქვს. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიურია სამთო მომზადების კუთხით. ამის აშკარა დადასტურებაა 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაფუძნება, რაც ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ქვაკუთხედია. მივესალმები თანამშრომლობის ამ პროექტის უდიდეს წარმატებას. ათ წელიწადში სკოლამ მოიპოვა ის ძლიერი იდენტობა, რაც საქართველოსა და მის არმიას გაბრწყინების საშუალებას აძლევს. ეს არის გამძლეობის, თავმდაბლობის, გამბედაობის, საკუთარ თავთან გამარჯვების სკოლა“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 


ჟან-ივ ლე დრიანმა ქართულ სამშვიდობო ოცეულს მადლობა გადაუხადა ევროპის მხარდამხარ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ჩართვისთვის.

 

 

„მივესალმები ქართულ კონტინგენტს, რომელიც მალე გაემგზავრება ცენტრალური აფრიკის რეპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნულ ქვეყანაში ეროპის ჩართულობა გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება. მე ვიცი, რომ საფრანგეთსა და ევროკავშირს შეუძლია საქართველოს, როგორც პარტნიორის იმედი ჰქონდეს. საქართველოს მონაწილეობა და ჩართულობა სამაგალითოა. ის სხვა ევროპელ პარტნიორებს გზას უჩვენებს ამ თეატრში ჩართულობის გზაზე“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგას ათწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სკოლით ამ შემოიფარგლება. ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით საერთაშორისო მისიებში. ჩემთვის ძალიან საამაყოა როდესაც ვისმენ, რომ ჩვენი ბიჭები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ჩვენ ამ თანამშრომლობას ნატოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გავაგრძელებთ. ამის ნათელი მაგალითია ქართული კონტინგენტის ჩართვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ოცეული აქ იმყოფება და უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად გავაცილებთ. ჩვენ, მინისტრებმა, გადავწყვიტეთ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მათ ერთად ვესტუმროთ და მოვინახულოთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ღონისძიება სამთო მომზადების სკოლის დათვალიერებით გაგრძელდა. სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ სტუმრებს სასწავლო ქვედანაყოფის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამთო აღჭურვილობა გააცნო, შემდეგ კი სამთო ინსტრუქტორების მონაწილეობით საჩვენებელი სწავლება შესთავაზა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების სტუმრობა პირად შემადგენლობასთან ერთად სადილით დასრულდა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთის რესპუბლიკას. 2006-2009 წლებში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარეს საფრანგეთის სამხედრო-სამთო ინსტრუქტორებმა. 2009 წლიდან დღემდე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქართველი სამთო ინსტრუქტორები იგზავნებიან საფრანგეთის რესპუბლიკის მაღალი მთის სამთო მომზადების სკოლასა და სამთო ბატალიონებში.

 

 

კომენტარები: 34
#14   Cody
      
References:


Payid pokies real money australia codimd.syssec.org
19 სექტემბერი 2026 01:29
#13   Elva
      
References:


Payid pokies bonus codes 1 minimum deposit casino
australia payid
16 სექტემბერი 2026 04:53
#12   Salvador
      
References:


Real money payid online pokies pokies payid
instant
15 სექტემბერი 2026 10:42
#11   Byron
      
References:


Instant withdrawal payid pokies school-of-safety-russia.ru
13 სექტემბერი 2026 13:49
#10   Ashli
      
References:


Payid accepted pokies trusted payid pokies australia
12 სექტემბერი 2026 19:07
#9   Brittany
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid brycefoster.com
12 სექტემბერი 2026 15:41
#8   Frederic
      
References:


No verification payid pokies australia no deposit payid pokies
australia
12 სექტემბერი 2026 15:17
#7   Daryl
      
References:


Payid pokies app comsenz-service.com
12 სექტემბერი 2026 08:11
#6   Howard
      
References:


Payid pokies real money no deposit 1 minimum deposit
casino australia payid
12 სექტემბერი 2026 05:57
#5   Jessica
      
References:


Anonymous payid pokies payid pokies real money no deposit
11 სექტემბერი 2026 19:16
#4   Arlette
      
References:


Payid pokies australia no deposit bonus codes best online pokies australia payid real
money
3 სექტემბერი 2026 06:23
#3   Vivien
      
References:


Payid australian casinos aus payid casino
2 სექტემბერი 2026 21:41
#2   Nicholas
      
10 აგვისტო 2026 16:12
#1   Mammie
      
1 აპრილი 2026 14:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი