ლევან ცაბაძე: „ალბათ, ჩემი ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა“
12-12-2016, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის 4-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - წლების განმავლობაში საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბების მოთამაშე და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას მძიმე ტრავმის მიუხედავად სათამაშო მოედანზე დაბრუნებული და გადამწყვეტი ლელოს ავტორი (ანგარიში 17:13), რისი წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვა - ლევან ცაბაძე Guardian.ge-ს გამოუტყდა, რომ მისი „ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა“.

 


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი ოცნება ძირითადად ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარებას დაუკავშირდა და არამხოლოდ სამეურნეო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არამედ რაგბის მხრივაც, რადგან მიმდინარე წლის მაისში მისი ინიციატივით დაფუძნებული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კლუბის, „ტაო“-ს წარმატება მისთვის მუნიციპალიტეტის საგზაო, წყალმომარაგების, სოციალური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ძლიერი სარაგბო კლუბის ჩამოყალიბებით მოხდება მხარის მთელი მოსახლეობის - ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა „ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება“ და ცაბაძის თქმით, „ამ ძალას რომ დავინახავთ ერთად ყოფნის, მერე ყველა საქმეში ერთად ყოფნა მოგვინდება“ და ეს კი „მომგებიანი იქნება ჩემი რეგიონისთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც“.

 


Guardian.ge-სთან ინტერვიუში ლევან ცაბაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი 2017 წელს პირველად, აღარ იქნება ტრანსფერზე დამოკიდებული, მისი შეწყვეტა კი „ფარავანჰესის“ აშენებამ გამოიწვია, საიდანაც 2 800 000 ლარი შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში - 100 000 ლარით ნაკლები, ვიდრე ამას ტრანსფერით განსაზღვრული თანხა შეადგენდა, არადა ცაბაძის თქმით, ტრანსფერის ნახევრის დატოვებაც კი მომდევნო რამდენიმე წელიწადში ასპინძის უფრო სწრაფი განვითარების საწინდარი იქნებოდა.

 

 

„წელს განსახორციელებელი პროექტების 98% დასრულებულია ან დასრულდება წლის ბოლომდე - მხოლოდ ორი პროექტი გადადის გარდამავალში“.

 


„წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესებულია - დღის განმავლობაში, 2-საათიანი წყალმომარაგების ნაცვლად, მოსახლეობას ასპინძაში წყალი 10 საათის განმავლობაში მიეწოდება“.

 


„მუნიციპალიტეტის სამი სოფელი და მხოლოდ დაბა ასპინძა არის გაზიფიცირებული. დანარჩენი 20 სოფელი არის გაზის გარეშე. კარგი იქნება, თუ მალე დასრულდება ეს პროცესი“.

 


„მუნიციპალიტეტი 2017 წელს პირველად, აღარ იქნება ტრანსფერზე დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ტრანსფერიც საჭირო იყო, ნახევარი მაინც“.

 


„2017 წლის ძირითადი გეგმები ისევ და ისევ საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშირდება“.

 


„ჩვენ ვიქნებით პირველი მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით, სადაც სოფლებს ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირების პრობლემა აღარ ექნება“.

 


„კარგი იქნება, თუ რაიმე გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. ასპინძის მუნიციპალიტეტს მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ნედლეული კი იაფი და ხელმისაწვდომია“.

 

 

"ადრე ხდებოდა ხოლმე ასე, რომ ბორჯომში ჩამოსული ტურისტი ტურით მოჰყავდათ ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიას დაათვალიერებინებდნენ და მიჰყავდათ მერე უკან, ახლა კი  ტუროპერატორები იძულებულები გახდნენ, რომ ტურისტები ჩვენს მუნიციპალიტეტში 2-3 დღით ამოიყვანონ".

 


„რაგბიში ნამდვილად ვერ ვიქნებოდი იმაზე წარმატებული, ვიდრე ვიყავი. იმიტომ, რომ იმიტომ ... (იცინის). სამწუხაროდ, იმ დროს დავიბადე, როცა დავიბადე და ცუდ პერიოდში მომიწია ასე ვთქვათ სპორტული მოღვაწეობა და ის იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა“.

 


„გვინდა, რომ რეგიონის მცხოვრებლებმა არ ჩათვალონ, რომ ვიღაც ასპინძიდან არის, ვიღაც ადიგენიდან, ახალქალაქიდან, არამედ ჩვენ გაერთიანებულები ვართ ერთი რაღაცის გარშემო, როგორც ერთ რეგიონში მცხოვრებნი. აღნიშნულს ხელს შეუწყობს სარაგბო კლუბი „ტაო“.

 


„ამ ძალას რომ დავინახავთ ერთად ყოფნის, მერე ყველა საქმეში ერთად ყოფნა მოგვინდება“.

 

 

„თუ „ტაო“ ასეთ ტემპში განაგრძობს მუშაობას, 2-3 წელიწადში ვიხილავთ უმაღლეს ლიგაში“.

 


„მე პესიმისტი არ ვარ. ალბათ, ჩემი ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა... რაც დამისახავს მიზნად, 95% ნამდვილად შემისრულებია“.

 

 

Guardian.ge: ბატონო ლევან, იქედან გამომდინარე რომ წლის ბოლო თვეა, პირველ შეკითხვას 2016 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაგისვამდით. რამდენად მოახერხეთ დაგეგმილი პროექტების შესრულება? ამას წინათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან მხარის მუნიციპალიტეტების პირველი პირების შეხვედრაზე ითქვა, რომ 2016 წელს რეგიონის მასშტაბით 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა ან დასრულების პროცესშია. აქედან რა წილი მოდის ასპინძის მუნიციპალიტეტზე?

 


ლევან ცაბაძე: ასპინძის მუნიციპალიტეტში 2016 წლის გეგმით განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები 100%-ით არის შესრულებული.

 


მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ორგორა-საყუდაბელი-ასპინძის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა, აღნიშნულ პროექტზე პრობლემები შეგვექმნა, კერძოდ კი პროექტი არ სრულდებოდა ისე, როგორც ეს გეგმით იყო გათვალისწინებული. ამის გამო, მოგვიწია ხელშეკრულების გაწყვეტა კომპანიასთან, სამუშაოები შევაჩერეთ და თავიდან გამოვაცხადეთ ტენდერი. თუმცა, გეგმას მაინც არ ჩამოვრჩენილვართ. პროექტი სამეტაპიანი იყო და გადავა გარდამავალ პროექტთა ნუსხაში. თუ დასრულება 2018 წელს იგეგმებოდა, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელს დავასრულებთ. მთის ფონდიდანაც დაგვიგვიანდა ფინანსების გამოყოფა. მოგეხსენებათ, მკაცრი კლიმატური პირობები გვაქვს და გვიან სამუშაოების შესრულება ჭირს.

 


რაც შეეხება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, ორი პროექტის გარდა, ყველა დასრულებულია. ერთი პროექტი 3-4 სოფლის სარწყურებლის მოწყობას გულისხმობს. დაახლოებით, 25 კმ-დან მოდის მთის წყალი და მოემსახურება სოფლებს, თმოგვს, ნაქალაქევს, საროს და ნიჯგორს მთის საძოვრებზე. ანუ ამ სოფლებს მთის საძოვრებზე არ ჰქონდათ წყალი. ახალი წყალი კი ჩვეულებრივი სასმელი წყალია. ამ ეტაპზე სამუშოების 60% დასრულებულია. წელს, ადრე დაიწყო ზამთარი. სამუშაოები 2 400 მეტრზე მიმდინარეობდა და მოგვიწია გადადება. სავარაუდოდ, ეს პროექტიც გადავა გარდამავალ პროექტთა რიცხვში. რაც შეეხება მეორე მიმდინარე პროექტს, ეს არის სოფელ ხიზაბავრას რიტუალების სახლი. აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი და თვითმმართველობა აფინანსებს. პროექტი დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება.

 

 

 

(ასპინძის კულტურის სახლის რეკონსტრუქცია)

 


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ასევე კულტურის სახლის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 


საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს განსახორციელებელი პროექტების 98% დასრულებულია ან დასრულდება წლის ბოლომდე, მხოლოდ ორი პროექტი გადადის გარდამავალში.

 


ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ერთხელ და სამუდამოდ აღარ იყოს საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა; მოწესრიგდეს სოფლებისა და ადმინისტრაციული ცენტრის დამაკავშირებელი მონაკვეთები. ჩვენ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პროცესი დასრულებისკენ მიდის. ამ ეტაპზე მხოლოდ სამი სოფელია, სადაც მსგავსი ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი, თუმცა, მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს ღონისძიებები სამ ეტაპად იყო დაყოფილი. წელს დაიწყო, ძირითადი ნაწილი მომავალ წელს შესრულდება, ხოლო 2018-ში კი დასრულდება. ჩვენ ვიქნებით პირველი მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით, სადაც სოფლებს ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირების პრობლემა აღარ ექნება. მე ვფიქრობ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წინსვლისა და განვითარებისთვის ყველა კუთხით, მათ შორის, ეკონომიკურად, ტურიზმის კუთხით და ინვესტორისთვისაც საინტერესო არის, როდესაც აღარ გიწევს ამ დანგრეულ გზებზე მოძრაობა. ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარების გზა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე გადის. ადრე ხდებოდა ხოლმე ასე, რომ ბორჯომში ჩამოსული ტურისტი ტურით მოჰყავდათ ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიას დაათვალიერებინებდნენ და მიჰყავდათ მერე უკან. არადა, მე მინდა გითხრათ, რომ ისტორიული ძეგლების მასშტაბით, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ვართ საქართველოში. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რეგისტრირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში არის 12 000 და აქედან 4 000 მოდის მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტზე. ანუ ძეგლების 1/3 არის ჩვენს მუნიციპალიტეტში და აქ ხდებოდა ასე, რომ ტურისტი მოდიოდა ბორჯომში, ამოიყვანდნენ რაბათში და ამით სრულდებოდა ყველაფერი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ გამოიწვია ის, რომ ტურისტული მარშრუტის ერთ დღეში დასრულება, შეუძლებელია. ანუ ტუროპერატორები იძულებულები გახდნენ, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ და ტურისტები ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ამოეყვანათ, დაეთვალიერებინათ ღირსშესანიშნაობები და დარჩენილიყვნენ 2-3 დღით. აქედან გამომდინარე, ტურისტი თანხას ჩვენთანაც ხარჯავს, რაც შემოსავალია მუნიციპალიტეტისთვის. კარგი იქნება, თუ ბიზნესიც დაინტერესდება; კარგი იქნება, თუ რაიმე გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. ამ მუნიციპალიტეტს მაღალმთიანის სტატუსი აქვს, ნედლეული კი იაფი და ხელმისაწვდომია. გლეხისთვის საინტერესო გახდება, როდესაც პირდაპირ საწარმოსთან ექნება ურთიერთობა. ამის გარდა, დასაქმდებიან ადგილობრივები.

 


Guardian.ge: პრემიერ მინისტრის 4-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. მომავალ წელს, რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ ასპინძის მუნიციპალიტეტში?

 

 

 

(ასპინძის მუნიციპალიტეტში რაგბის სტადიონთან მისასვლელ გზაზე ასფალტის დაგების პროცესი, 2016 წლის 26 ივლისი).

 


ლევან ცაბაძე: 2017 წლის ძირითადი გეგმები ისევ და ისევ საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ჩვენ გვინდა, რომ დაბაში აღარ იყოს არც ერთი მოუწესრიგებელი ქუჩა; ყველა სოფელი მოწესრიგებული გზით უკავშირდებოდეს ადმინისტრაციულ ცენტრს.ამის გარდა, სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა თავად დაბას და ეს პრობლემა ასე თუ ისე, უკვე რეგულირდება. საბოლოო ჯამში, წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესებულია - დღის განმავლობაში, 2-საათიანი წყალმომარაგების ნაცვლად, მოსახლეობას ასპინძაში წყალი 10 საათის განმავლობაში მიეწოდება. რაც შეეხება სოფლებს, წყალგაყვანილობა ძველი არის და ზოგჯერ ხდება ავარიები, შემდეგ მიმდინარეობს ხოლმე შეკეთება. როგორც კი გზებს დავასრულებთ, ჩვენი პრიორიტეტი, ალბათ, სასმელი წყალი იქნება. პრობლემა არის ასევე გაზიფიცირება. მუნიციპალიტეტის სამი სოფელი და მხოლოდ დაბა ასპინძა არის გაზიფიცირებული. დანარჩენი 20 სოფელი არის გაზის გარეშე. კარგი იქნება, თუ მალე დასრულდება ეს პროცესი. მეტი რა უნდა ხალხს სოფლებში, როდესაც სასმელი წყალი აქვს, გაზიც აქვს და გზა არის. აქ შრომა არავის ეზარება, ძალიან მშრომელი ხალხია. თუ ხელშეწყობაც იქნება ბიზნესის სტიმულირებით, დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი აყვავდება.

 

 

 

(ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე სოფელ ოშორაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო მიმდინარე და შესრულებულ პროქტებს, 11 სექტემბერი, 2016 წელი)

 


Guardian.ge: იზრდება თუ არა მომავალ წელს თქვენი ბიუჯეტი, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანსფერი?

 


ლევან ცაბაძე: მუნიციპალიტეტი 2017 წელს პირველად, აღარ იქნება ტრანსფერზე დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ტრანსფერიც საჭირო იყო, ნახევარი მაინც. როდესაც ვვითარდებით, შესაბამისად, ხარჯიც იზრდება. დასუფთავების სამსახურს აქამდე თუ 120 000 ლარი ჰყოფნიდა, ახლა უკვე იმდენ ქუჩას, სოფელსა თუ ტურისტულ ზონას ემსახურებიან, რომ 200 000 აღარ არის სამყოფი. გარდა ამის, კეთილმოვაწყვეთ საბავშვო ბაღები. ადრე თუ 200 ბავშვს ვემსახურებოდით, ახლა უკვე შეგვიძლია, რომ 700 ბავშვს ვემსახუროთ. ამან რა თქმა უნდა, გაზარდა ხარჯი. ამიტომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ტრანსფერიც საჭირო იყო, რომლის შეწყვეტაც ჰესის აშენებამ გამოიწვია. 2 800 000 ლარი შემოვიდა ადგილობრივ ბიუჯეტში „ფარავანჰესიდან“. ტრანსფერი კი 2 900 000 ლარი იყო. მეორე „მტკვარჰესის“ დასრულებამდე ტრანსფერის ნახევარის დარჩენა გვინდოდა. ასეთ შემთხვევაში, 3-4 წელიწადში გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა ყველაფერი. 4 და 5-მილიონიანი ბიუჯეტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ცოტა არ არის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 5 მლნ ჩვენი მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან პრობლემებს ძალიან სწრაფად მოაგვარებდა. ადგილობრივი ბიუჯეტი არის 3 700 000 ლარი.

 

 

 

(სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური 2014 წლის ოქტომბერში გაიხსნა. 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი, თურქული „ანადოლუ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა).

 

 

Guardian.ge: მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ფიქრობთ თუ არა მასში კვლავ მონაწილეობას?

 


ლევან ცაბაძე: ამაზე გუნდი იმსჯელებს და თუ გადაწყვეტენ, რომ მე საჭირო ვარ, ვიქნები ამ შემთხვევაში. თუ გადაწყვეტენ, რომ სხვა უკეთესად გაართმევს საქმეს თავს, ვერ წარმომიდგენია გუნდის წინააღმდეგ წასვლა. ასე იქნება თუ ისე, მე მივესალმები გუნდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ვალდებული ვიქნები, რომ მოვიქცე ისე, როგორც ამას გუნდის წევრები გადაწყვეტენ.

 

 

Guardian.ge: თქვენ პოლიტიკაში სპორტიდან, დიდი რაგბიდან მოხვედით, იყავით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, წლების განმავლობაში თამაშობდით საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბებში, გადამწყვეტი ლელო გაიტანეთ 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას (ანგარიში 17:13), რისი წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვა, - ასეთი ბრწყინვალე სარაგბო კარიერის ფონზე, გაქვთ თუ არა გარკვეულწილად იმის განცდა, რომ თქვენი საქმიანობა შესაძლოა უფრო წარმატებული ყოფილიყო ისევ რაგბის სფეროში, ვიდრე იმ თანამდებობაზე, სადაც დღეს მოღვაწეობთ?

 

 

ლევან ცაბაძე: როდესაც საქმეს აკეთებ სიყვარულით, იქ წარმატება გარდაუვალია. მოთმინების უნარიც უნდა გაგაჩნდეს, რა თქმა უნდა. ჩემი მოღვაწეობის ამჟამინდელი სფერო რაგბისაგან, რა თქმა უნდა, განსხვავდება. გამგებლის პოზიციაზე მუშაობისას, ოთხწლიანი პერიოდი გაქვს იმისათვის, რომ რაღაცები სწორად დაგეგმო, სწორი არჩევანი გააკეთო და რაღაცნაირად წინ წაიწიო. როგორ გითხრათ, რაგბიში უფრო წარმატებული ვიქნებოდი თუ ახლა სადაც ვარ? რაგბიში ნამდვილად ვერ ვიქნებოდი იმაზე წარმატებული, ვიდრე ვიყავი. იმიტომ, რომ იმიტომ ... (იცინის). სამწუხაროდ, იმ დროს დავიბადე, როცა დავიბადე და ცუდ პერიოდში მომიწია ასე ვთქვათ სპორტული მოღვაწეობა და ის იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მე არაფერზე არ მწყდება გული. უფრო წარმატებული ნამდვილად ვეღარ ვიქნებოდი. როგორც მოთამაშეს ამის საშუალება არ მექნებოდა იგივე ასაკიდან, ტრავმიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა ამ სფეროში საქართველოს გამოადგებოდა. თუმცა, მე ამ საქმეს ჩამოშორებული არ ვარ. სამცხე-ჯავახეთში რაგბის სერიოზული კერა გაჩნდა. პატარ-პატარა გამობრწყინებები აქამდეც იყო. ახლა მიმაჩნია, რომ ის, რაც აქ ხდება, ქართულ რაგბის ძალიან წაადგება. აქედან გამომდინარე, წარმატება პოლიტიკაში თუ რაგბიში, ცოტა ისეთი შედარებაა. რომ გეკითხათ, სად უფრო მეტად ეყვარებოდითო ხალხს, ვიტყოდი, რომ რაგბიში.გამგებლობა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საერთოდ პოლიტიკოსობა ისეთი საკითხია - ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები, რადგან ხანდახან გიწევს ვიღაც-ვიღაცებისთვის მტკივნეული საკითხის მათ საწინააღმდეგოდ გადაჭრა. გამომდინარე აქედან, ეს იწვევს ხალხში ანტიპათიას. რაგბი კი ისეთი საკითხია, რომ ემსახურება ხალხის სულიერ განვითარებას, იმედის ჩასახვას. ამიტომ ფართო მასების დიდ სიყვარულს იმსახურებს. როდესაც სპორტს, კულტურას ემსახურები, ეს სულ სხვა რამ არის. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში, ჩემთან დაახლოებით, 10-20 ადამიანი მოდის ამა თუ იმ სათხოვარით. ყველას ხომ ვერ დააკმაყოფილებ. ვიღაცას ათჯერ რომ დაუკმაყოფილო თხოვნა და შემდეგ თხოვნაზე უარი უთხრა, ის ათი ავიწყდება და უკმაყოფილო რჩება. რაგბიში და საერთოდ სპორტში სიყვარული უფრო დიდია. წარმატებას რაც შეეხება, მე მიმაჩნია, რომ აქაც წარმატებულად განვვლე ეს პერიოდი. ჩემს მუნიციპალიტეტში, სადაც მე ვმოღვაწეობ, 40 წლის ვარ და ჩემი მეხსიერების მანძილზე იმდენი ერთად არ გაკეთებულა, რაც ამ ბოლო სამი წლის მანძილზე. კომუნისტების დროს არ დაგებულა გზები იქ, სადაც დღეს გზა არის და კვალი. წარმატება მეტი რა არის? სიყვარულს რაც შეეხება, 10%-ს შეიძლება არ ვუყვარდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 90% პატივს მცემს. ეს იგრძნობა კიდევაც მოსახლეობისგან. მე კაბინეტში არასდროს არ ვზივარ, თუ საბუთებთან არ მაქვს საქმე, ძირითადად სულ მოსახლეობაში ვმოძრაობ და მე არასოდეს არ მიგრძვნია მათგან აგრესია.

 


Guardian.ge: გაგრძელდება თუ არა მიმდინარე წლის მაისში, თქვენი ინიციატივით დაფუძნებული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კლუბის „ტაო“-ს ფინანსური უზრუნველყოფა, და იგეგემება თუ არა კლუბისთვის თანხების გაზრდა?

 


ლევან ცაბაძე: „ტაოს“ შექმნის იდეა მე მეკუთვნის, თუმცა, ამ იდეის დახვეწა და განხილვა, თუ რა და როგორ უნდა ყოფილიყო, ჩემს მეგობრებთან ერთად მოხდა. რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის გამგებელს წელიწადნახევრის განმავლობაში მოგვიწია ამ საკითხზე მსჯელობა, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ ასეთ კარგ თემებზე არ გვიწევს მსჯელობა. მუნიციპალიტეტებმა ბიუჯეტში გამონახეს იმის თანხა, რომ დაგვეფინანსებინა კლუბი. რაგბის, მოგეხსენებათ, რომ ერთი ან ხუთი კაცი არ თამაშობს, 15 კაცია და საერთო ჯამში, პროფესიულ გუნდს 34 მოთამაშე სჭირდება. ანუ ძვირი ჯდება შენახვა. აქედან გამომდინარე, სერიოზულ თემაზე როცა ვლაპარაკობთ და მე არ მიყვარს გვქონდეს იმიტომ, რომ ვიღაცას აჩვენო რომ გაქვს, ერთი მუნიციპალიტეტი ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა და ასეთ სერიოზულ მიზნებს ვერ დაისახავდა.

 

 

 

 

 

 

მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ რაგბი და ზოგადად, სპორტი, მარტო სპორტი არ არის. სპორტს შეუძლია ბევრი დადებითი რამის გაკეთება. მათ შორის, შეუძლია ელჩის როლიც კი შეასრულოს. ასევეა ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი სარაგბო ნაკრებიც ანალოგიურ მიზნებს ემსახურება. გვინდა, რომ რეგიონის მცხოვრებლებმა არ ჩათვალონ, რომ ვიღაც ასპინძიდან არის, ვიღაც ადიგენიდან, ახალქალაქიდან, არამედ ჩვენ გაერთიანებულები ვართ ერთი რაღაცის გარშემო, როგორც ერთ რეგიონში მცხოვრებნი. აღნიშნულს ხელს შეუწყობს „ტაო“, როგორც კი პოპულარობას მოიპოვებს სპორტის ეს სახეობა ამ რეგიონში. მოგვიწევს სერიოზული თამაშების ჩატარება, სადაც მთელი რეგიონის მოსახლეობა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდება. ამ ძალას რომ დავინახავთ ერთად ყოფნის, მერე ყველა საქმეში ერთად ყოფნა მოგვინდება. ეს მომგებიანი იქნება ჩემი რეგიონისთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც. რაც შეეხება სამომავლო დაფინანსებას, იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ მინისტრმა დააანონსა 10%-ით შემცირება ხარჯების და გადატანა ამ თანხების არაფინანსურ აქტივებში, მე მგონია, რომ გაჭირდება, თუმცა, მე ვთვლი, რომ ეს არანაკლებ მნშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, მოგვიწევს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა და საკითხის არგუმენტირებულად დასაბუთება და მე არ მგონია, რომ ვინმე ამის წინააღმდეგ წავიდეს. ბიზნესის ჩართულობას რაც ეხება, საერთოდ მთელ მსოფლიოში სახელმწიფოს მხარდაჭერა სპორტში ძალიან მცირეა. მე სადაც ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი მუნიციპალურ დონეზე მხოლოდ საბვშვო, ხოლო დიდი პროფესიონალური გუნდები ძირითადად 90% კერძო ბიზნესიდან ფინანსდება. თუმცა, იქ შესაბამისი კანონმდებლობები არსებობს. ბიზნესი ინტერესდება სპორტში ინვესტიციით. ჩვენთან ეს არ არის. ბიზნესიც ჯერჯერობით ისეთი ძლიერი არ არის. ეროვნულ ნაკრებში არის უკვე პრეცედენტები და კერძო ბიზნესიც ჩართულია. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრები საუკეთესო დაახლოებით ათეულთან ტრიალებს. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ხუთეულშიც შევლენ. ეს იქნება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში რაგბი ერთადერთი სათამაშო სპორტია, რომელიც მსოფლიოში „გრანდების“ გვერდზეა. მე ვფიქრობ, რომ შანსი ქვვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ცუდი იქნება, როდესაც გაქვს შანსი იყო მოწინავე და ამ დროს იმიტომ რომ რაღაც-რაღაც სწორად არ მოხდა, აღმოჩნდე მაჩანჩალა. სადღეისოდ, რაგბი საქართველოში პოპულარობით ყველაზე მზარდია.

 


Guardian.ge: ბ-ნო ლევან, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ დონეზე მაინც არ მოხდა კლუბისთვის დაფინანსების გაზრდა, რა ბედის ელის „ტაოს“?

 

 

 

 

 


ლევან ცაბაძე: მთავარი არის ის, რომ მარცვალი ჩაგდებულია. ერთ მშვენიერ დღეს ეს ნაყოფსაც მოგვცემს. მე თავად ისეთ კლუბში გავიზარდე, რომელთან ერთადაც მე დავარსდი და ჩამოვყალიბდი, როგორც მორაგბე. ეს არის რუსთავის „ხარები“, რომელიც ჩამოყალიბდა 1989 წელს და მათ დღეს უკვე 25-წლიანი ისტორია აქვთ და ქართული რაგბის არაერთი ფლაგმანი ჰყავთ აღზრდილი. დაწყება არის ყველაზე რთული. თუ ფინანსები არ გაიზრდება, შესაბამის წარმატებას, რასაც ვგეგმავდით, შეიძლება ვერ მივაღწიოთ, თუმცა, არსებობას არ შეწყვეტს „ტაო“. ამ კლუბმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს უმაღლეს ლიგამდე, სადაც მერე რაგბის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს და რაგბის კავშირიდანაც მოდის გარკვეული დაფინანსება.

 


Guardian.ge: რა შედეგები აქვს ამ ეტაპზე კლუბს და რას მოელით მომავალში? ფიქრობთ თუ არა რომ გარკვეულად ბიზნესიც უნდა ჩაერთოს ფინანსურ მხარდაჭერაში?

 


ლევან ცაბაძე: „ტაომ“ თავისი მცირეხნიანი მოღვაწეობის დროს, ჩემთვის განსაცვიფრებელი შედეგი აჩვენა. კლუბს მეოთხე ადგილი უჭირავს მეორე ლიგის ჩემპიონატში. ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია აქვთ. მე ვფიქრობ, რომ კლუბს მომავალ წელს პირველ ლიგაში ამოსვლის დიდი შანსი აქვს. თუ ეს მომავალ წელს არ მოხდება, 2018-ში გარდაუვალი იქნება. ძალიან მზარდი გუნდია, როგორც მე ვუყურებ და მერწმუნეთ, ასეთი რამეები არ მეშლება. თუ „ტაო“ ასეთ ტემპში განაგრძობს მუშაობას, 2-3 წელიწადში ვიხილავთ უმაღლეს ლიგაში. ეს კარგი იქნება არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ქართული რაგბისთვისაც. მე პესიმისტი არ ვარ. ალბათ, ჩემი ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა. ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. მჯერა, რომ ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერი არ არის. რაც დამისახავს მიზნად, 95% ნამდვილად შემისრულებია. ასპინძის მუნიციპალიტეტი 2020 წლისთვის სპორტულადაც და სხვა კუთხითაც, ერთ-ერთი მოწინავე იქნება საქართველოში.

 

 

 

 

კომენტარები: 73
#53   Ofelia
      
side effects of muscle building steroids

References:
bom.so
16 თებერვალი 2026 16:49
#52   Tresa
      
bad reaction to steroids

References:
skitterphoto.com
16 თებერვალი 2026 16:35
#51   Mattie
      
strongest steroid

References:
jobs.emiogp.com
13 თებერვალი 2026 14:32
#50   Maricruz
      
where can i get steroids

References:
wiggins-conrad-2.mdwrite.net
12 თებერვალი 2026 17:51
#49   Rogelio
      
medicinal steroids

References:
http://mozillabd.science
11 თებერვალი 2026 07:00
#48   Emmett
      
Also, Australian laws don't recognise playing online casino games as an offence.

After spending days scanning the market, we have created the Aussie Casinos website, the only source of information you
will need to start playing online games at AUD-friendly
casinos. On Aussie Casinos, you can learn all about
online gambling and find the list of the top online casinos in Australia.
Yes, you can withdraw money from online casinos in Australia, particularly from those that offer secure
methods like PayID, which enables fast payouts.
They can also use a bank wire transfer for deposits and withdrawals of $50 or larger.
Gamblers looking for an easy transaction can make use of Visa,
MasterCard or American Express cards to complete a deposit.
Getting started with Banking at Uptown Pokies is also quick and easy and there are plenty of available payment methods to
make use of as a new player. New members who sign up are in store for a welcome
package in the form of a 250% matching bonus.
They can make use of the regular phone line, as
well as the email support too if live chat doesn't answer the question or they
prefer other support methods instead. Players can very easily contact help staff through the
live chat service at any hour of the day.

References:
blackcoin.co
9 თებერვალი 2026 16:42
#47   Gabriela
      
References:


Spinpalace com

References:
hackmd.okfn.de
8 თებერვალი 2026 16:37
#46   Kris
      
References:


Casino luxembourg

References:
gpsites.win
8 თებერვალი 2026 15:07
#45   Mitchel
      
medication for jealousy

References:
http://gojourney.xsrv.jp/index.php?kevinclub3
8 თებერვალი 2026 08:41
#44   Maxie
      
what are the risks of anabolic steroids

References:
pediascape.science
7 თებერვალი 2026 23:45
#43   Verna
      
steroids without lifting

References:
ezproxy.cityu.edu.hk
6 თებერვალი 2026 17:48
#42   Cedric
      
steroids definition medical

References:
forum.dsapinstitute.org
6 თებერვალი 2026 14:16
#41   Celia
      
References:


Blue rodeo

References:
lovewiki.faith
4 თებერვალი 2026 03:49
#39   Deanne
      
References:


Lucky nugget casino

References:
https://raindrop.io/singlitter1/reddybloom7131-66270913
2 თებერვალი 2026 02:45
#38   Clark
      
References:


Casino games online

References:
patterson-cochran-2.mdwrite.net
1 თებერვალი 2026 10:30
#37   Leanne
      
1 თებერვალი 2026 10:13
#36   Greg
      
References:


Ho chunk casino baraboo

References:
clashofcryptos.trade
31 იანვარი 2026 04:05
#35   Kirk
      
was arnold on steroids

References:
https://trade-britanica.trade
29 იანვარი 2026 18:57
#34   Constance
      
anabolic steroids for muscle growth

References:
oiaedu.com
29 იანვარი 2026 16:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი