„Yahoo“-მ განაცხადა, რომ მისი 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ანგარიში შეიძლებოდა ყოფილიყო ჰაკერული თავდასხმის ობიექტი, 2013 წელს. ამის შესახებ BBC წერს.
ინტერნეტ გიგანტის განცხადებით, აღნიშნული ჰაკერული თავდასხმა 2014 წლის სექტემბერში გახსნილი საქმისაგან განცალკევებული ჩანს, როდესაც გამოვლინდა რომ 500 მილიონ ანგარიშზე მოხდა ჰაკერული შეღწევა.
„Yahoo“-მ განაცხადა, რომ სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, პაროლები და ელექტრონული წერილების მისამართებია მოპარული, მაგრამ არა საბანკო და გადახდის მონაცემები.
კომპანიამ, რომელიც Verizon-მა შეისყიდა, განაცხადა, რომ იგი მჭიდროდ მუშაობს პოლიციასა და ხელისუფლებასთან.
Yahoo-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ მას „სჯერა, რომ არაუფლებამოსილმა მესამე პირმა, 2013 წლის აგვისტოში, მოიპარა მონაცემები, რომელიც ასოცირებული იყო 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ანგარიშთან“ და შეღწევა „სავარაუდოდ განსხვავებულია იმ ინციდენტისაგან, რომელიც კომპანიამ 2016 წლის 22 სექტემბერს გამოავლინა“.
კომპანია დაჟინებით მოუწოდებს ანგარიშების მფლობელებს შეცვალონ თავიანთი პაროლები და უსაფრთხოების შეკითხვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.