ასეულობით ათასი ადამიანია გამოსული თეირანის ქუჩებში ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის დაკრძალვაზე დასასწრებად
10-01-2017, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასეულობით ათასი ადამიანია გამოსული თეირანის ქუჩებში ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის დაკრძალვაზე დასასწრებად. დაკრძალვის ცერემონია ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლაჰ ალი ხამენეის ლოცვების შესრულებით დაიწყება.

 

 

 

(აიათოლაჰ ალი ხამენეი)

 


ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. სამშაბათი, რაფსანჯანის დასაფლავების დღე, მთავრობამ უქმედ გამოაცხადა. ყოფილ პრეზიდენტს თეირანში დღეს დაკრძალავენ.

 

 

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკრძალვა ირანში 1989 წლის შემდეგ, როცა ქვეყნის რევოლუციის ლიდერი აიათოლაჰ ხომეინი დაკრძალეს. 

 


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლაჰ ალი ხამენეიმ, მათ შორის განსხვავებულობის მიუხედავად, განაცხადა, რომ რაფსანჯანის გარდაცვალება „მძიმე“ დანაკარგია.

 

 

„რევოლუციის, პოლიტიკის გიგანტური კაცის სული, მოთმინების და სიძლიერის სიმბოლო, ცაში ამაღლდა“, - ასე გამოეხმაურა რაფსანჯანის სიკვდილს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი „თვითერზე“.

 

 

 

(ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი)

 


რაფსანჯანი პრეზიდენტ რუჰანის აქტიური მხარდამჭერი იყო და ემხრობოდა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების თაობაზე დასავლეთთან შეთანხმების გაფორმებას.

 


„ისლამმა დაკარგა ღირებული განძი, ირანმა გამოჩენილი გენერალი, ისლამის რევოლუციამ მამაცი მედროშე და ისლამურმა სისტემამ იშვიათი ბრძენთაგანი“, - განაცხადა მოგვიანებით რუჰანიმ.

 


ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, 82 წლის ასაკში გულის შეტევით, კვირას, 8 იანვარს, გარდაიცვალა.

 

 

 

 

(რაფსანჯანის მგლოვიარე ქალიშვილი ფატემეჰი და ვაჟი მაჰდი, მამის, ირანის ყოფილი პრეზიდენტის კუბოსთან. AP-ის ფოტო) 

 


იგი პრეზიდენტად 1987 წლიდან 1997 წლამდე მსახურობდა და 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ კენჭისყრის დროს მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დამარცხდა.

 


მიუხედავად იმისა, რომ რაფსანჯანი რელიგიური ისტებლიშმენტის ნაწილი იყო, იგი „პრაგმატიკოს კონსერვატორად“ მიიჩნეოდა, რომელიც დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის ღია იყო.

 


მისი ბოლო როლი მიზანშეწონილობის საბჭოში ხელმძღვანელის თანამდებობა იყო. აღნიშნული საბჭო ცდილობს საკამათო საკითხების მოგვარებას პარლამენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის, მაგრამ მისი ძალაუფლება ახლა შემცირებულია.

 


ეს იყო 12-წევრიანი საბჭო, დომინანტი ძალა ირანში, რომელიც განმარტავს კონსტიტუციას, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოახდინა რაფსანჯანის მას შემდეგ, რაც იგი 2013 წლის საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო, როგორც რეფორმატორი კანდიდატი.

 


რაფსანჯანიმ აღნიშნული ნაბიჯი გამოაცხადა, როგორც „უმეცარი“, განაცხადა რა: „მე არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა შეიძლებოდა მართული ყოფილიყო უარესად“.

 


მან შემდეგ მხარი დაუჭირა გამარჯვებულ კანდიდატს, ჰასან რუჰანის, რომელიც გამოვიდა სლოგანით „ზომიერება და წინდახედულობა“ და რომელმაც ულტრა-მემარჯვენე ძალებში ეჭვები გააჩინა.

 

 

 

(ორშაბათს მგლოვიარე ადამიანები თეირანის მეჩეთში მივიდნენ, რათა შეხებოდნენ რაფსანჯანის კუბოს, EPA-ის ფოტო)

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რაფსანჯანი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის დამფუძნებელი წევრი და 1980-იანი და 1990-იანი წლების დიდ პერიოდში ახლანდელი სულიერი ლიდერის, აიათოლაჰ ალი ხამენეის ახლო ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მაგრამ მოგვიანებით მისი პოლიტიკური ერთგულება რეფორმატორებისკენ გადაიხარა, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც 2009 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასსა და ხამენეის შორის ბზარი გაიზარდა.

 

 

კომენტარები: 31
#11   Domenic
      
References:


Payid pokies app atavi.com
14 სექტემბერი 2026 13:50
#10   Maggie
      
References:


Anonymous payid pokies payid
pokies fast payout
14 სექტემბერი 2026 10:51
#9   Lina
      
References:


Real money payid online pokies bbs.abcdv.net
13 სექტემბერი 2026 19:17
#8   Anitra
      
References:


Payid pokies australia https://mapleprimes.com
13 სექტემბერი 2026 17:39
#7   Mae
      
References:


Payid pokies australian payid
pokies
13 სექტემბერი 2026 15:13
#6   Phillis
      
12 სექტემბერი 2026 22:21
#5   Kelvin
      
References:


Trusted payid pokies australia https://www.instructables.com/
12 სექტემბერი 2026 17:12
#4   Melinda
      
References:


Australian online casino payid pokies https://telegra.ph/
12 სექტემბერი 2026 13:56
#3   Eileen
      
References:


Online pokies payid no deposit payid pokies real money no deposit
12 სექტემბერი 2026 05:58
#2   Maryjo
      
References:


Daily free spins payid pokies payid pokies real money australia
11 სექტემბერი 2026 06:58
#1   Harriet
      
References:


Online Casino Echtgeld paysafe

References:
https://pad.geolab.space/s/5DFZQW9K4
15 აპრილი 2026 00:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი