მართლმადიდებელი ეკლესია 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აღავლინა.

ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

ვლაქერნობის დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ლევან შონიამ მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ, უდიდიდეს ქრისტიანულ დღსასწაულს - ვლაქერნობას! ეს ის დღეა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია. მახარებს, რომ ის ჩვენს რეგიონშია დავანებული. დღეს, ზუგდიდში მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს, ღვთისმშობელმა გააძლიეროს და დაიფაროს მისი წილხვედრი ქვეყანა!" განაცხადა გუბერნატორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.