საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ და აღნიშნავს, რომ იგი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებისთვის საფრთხედ იქცა.
GUARDIAN.GE სტატიის ოდნავ შემოკლებული ვარიანტის თარგმანს გთავზობთ.
ისინი მხოლოდ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ერთმანეთი გაიცვნეს. პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი 1980-იან წლებში კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტში ორი ამბიციური ახალგაზრდა კაცი იყო. სააკაშვილი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ქვეყნისა, სადაც მან რეფორმების აგრესიული დღის წესრიგი გაატარა. პოროშენკო უზარმაზარი საკონდიტრო კომპანიის მდიდარი მფლობელი გახდა და მაიდანის რევოლუციის შემდეგ 2014 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან 2015 წლის მაისში, თავისი ქვეყნის წინ წასაწევად, მისი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის ხელმძღვანელად მიიპატიჟა. პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და იგი „უკრაინის დიდ მეგობრად“ გამოაცხადა, წერს „ეკონომისტი“ თავის სტატიაში და განაგრძობს, რომ მხოლოდ ერთ წელიწადზე მეტი დროის გასვლა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ძველი მეგობრები ერთმანეთის მტრებად ქცეულიყვნენ.
2016 წელს სააკაშვილი გადადგა და ოპოზიციაში წავიდა. 26 მაისს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმდა. მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ მას ქართული პასპორტი ჩამოართვა, როცა მან უკრაინული აიღო, იგი ახლა პოტენციურად მოქალაქეობის არმქონეა და გაჭირვებულ მდგომარეობაშია ნიუ იორკში, სადაც იგი პოროშენკოსთან უსიამოვნების შემდეგ იმყოფება.
„ეკონომისტი“ თავის სტატიაში სააკაშვილის უკრაინაში პოლიტიკურ პერსპეტივაზეც წერს და აღნიშნავს, რომ მის მიერ დაფუძნებული „ახალი ძალების მოძრაობა“ ამჟამად 2%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მისი განდევნა უკრაინისთვის ცუდის მომასწავებელია, რადგან დასავლეთის მხარდამჭერები, უკრაინის მთავრობის მაღალ ეშელონებში რეფორმების გამტარებელ უცხოელებს, მათ შორის ბევრ ქართველს, რომელიც სააკაშვილთან ერთად მივიდა, რევოლუციის შემდეგ, ცვლილებების განმხორციელებელ ახალი ხელმძღვანელობის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. მას შემდეგ კი მათი უმრავლესობა წავიდა და განაცხადა, რომ ანტი-კორუფციული რეფორმების გატარებისას წინააღმდეგობას წააწყდა და პოლიტიკური ელიტისაგან ზეწოლას განიცდიდა.
„ეკონომისტი“ აღნიშნავს, რომ როცა სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, მან პრეზიდენტს ბრალი დასდო კორუფციასთან ბრძოლის სურვილის არქონის გამო და დასძენს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებით, ჩანდა რომ პოროშენკო პოსტ-რევოლუციური ეპოქის იმედისმომცემი სულის საბოლოო უარყოფას ახდენდა. ზოგიერთმა ეს 2011 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მისი მთავარი მეტოქის, ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას შეადარა.
„ეკონომისტი“-ს აზრით, სააკაშვილზე თავდასხმა უკრაინის მომავალ, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, სადაც პოროშენკოს მეორე ვადით კენჭისყრა აქვს განზრახული. მაშინ როცა პოროშენკომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით მოახერხა უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზება, მან დიდად დაკარგა მხარდაჭერა მოსახლეობაში. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო შეჯიბრში მისი რეიტინგი გამოცოცხლებული ტიმოშენკოსას ოდნავ თუ აღემატება, ხოლო უკრაინელების 70% დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მცდარი მიმართულებით მიემართება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი აღთქმას დებს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.