პატრიარქმა მის მოსაყდრედ დასახელებულ მიტროპილიტ შიოს 2003 წელს ეპისკოპოსად კურთხევისას უთხრა, რომ „როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს“
23-11-2017, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2003 წლის 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით.

 


წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს და უთხრა, რომ „ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში“.

 


პატრიარქმა ბრძანა, რომ „როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს“.

 


„მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი: და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“. ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ ნება ღვთისა და გვახსოვდეს, რომ უფალი მეფობს, მეფობს ცასა და ქვეყანასა ზედა, მეფობს ჩვენს გულსა და გონებაში.

 


დღეს აღსრულდა ნება ღვთისა, – შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.

 


მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის – სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ერთადერთი გზა გადარჩენისა, – ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში.

 


არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.

 


სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები – ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი – მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო“, ბრძანა პატრიარქმა, რომლის მიმართვის ტექსტიც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული.

 


„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც ილია მეორის თქმით, დღეს დაიწერა.

 

კომენტარები: 47
#27   Dane
      
References:


Trusted payid pokies australia payid pokies bonus codes
11 სექტემბერი 2026 15:58
#26   Lloyd
      
References:


High roller MiFinity casinos Australia https://forum.libernesia.org/
4 სექტემბერი 2026 23:00
#25   Ilana
      
References:


Online sofort casino sofortzahlung casino
4 სექტემბერი 2026 19:40
#24   Carlton
      
References:


Australian neosurf casinos sikhforum.de
4 სექტემბერი 2026 05:41
#23   Jaclyn
      
References:


Osko minimum deposit casino casinos accepting Osko
3 სექტემბერი 2026 16:00
#22   Julie
      
References:


Australian payid online casino online casino australia payid
3 სექტემბერი 2026 09:43
#21   Latrice
      
29 აგვისტო 2026 06:11
#20   Keri
      
28 აგვისტო 2026 15:10
#19   Gilbert
      
27 აგვისტო 2026 15:03
#18   Rosalina
      
Once you have a PayID linked to your account, you can deposit funds into your favorite online casinos.
A PayID is a simple and memorable identifier, such as your phone number or email address.
The first step to using PayID is to link your bank account to a PayID.


References:
payidpokies1
19 აგვისტო 2026 04:22
#17   Ramon
      
References:


The atlantic club casino cleveran.com
10 აგვისტო 2026 21:15
#16   Augustina
      
References:


Blackjack rules bybio.co
10 აგვისტო 2026 18:37
#15   Alfred
      
References:


Monaco casino jobs.khtp.com.my
10 აგვისტო 2026 11:32
#14   Marianne
      
References:


Pockie pirates imn.ac.cr
9 აგვისტო 2026 14:23
#13   Betsy
      
References:


Marksville la casino http://saab.one
7 აგვისტო 2026 03:28
#11   Bernadette
      
References:


Legiano Casino Download hoyle-emborg-2.blogbright.net
26 ივნისი 2026 10:03
#10   Ron
      
References:


Legiano Casino Auszahlung http://www.cruzenews.com
25 ივნისი 2026 11:39
#9   Lillie
      
References:


Internet casino https://music.drepic.com
25 ივნისი 2026 08:48
#8   Soon
      
24 ივნისი 2026 07:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი