წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს’’ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერთან, გრიგოლ იოსელიანთან და მოადგილესთან, ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად დაათვალიერეს ბაღებისთვის შერჩეული ადგილები, შეხვდნენ მოსახლეობას და იმსჯელეს სკოლამდელი ასაკის დევნილი ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით დაგეგმილ ეფექტურ ღონისძიებებზე.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.