საქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 9 მებრძოლი კი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
05-02-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.

 


„დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე.

 


1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას.

 


მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას.

 


ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს.

 


კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის.

 


მინდა კიდევ ერთხელ თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც იზრდება ახალი თაობა", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი, ელგუჯა შარტავა.

 


დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

 

კომენტარები: 37
#17   Belen
      
References:


Instant Casino Treuepunkte einlösen

References:
adrestyt.ru
5 ივნისი 2026 04:13
#16   Zenaida
      
References:


Maryland casino live mcguire-hanley-3.federatedjournals.com
5 ივნისი 2026 03:44
#15   Beatrice
      
5 ივნისი 2026 01:57
#14   Fidelia
      
References:


M casino las vegas g.clicgo.ru
5 ივნისი 2026 01:06
#13   Dwight
      
References:


21 blackjack online https://www.24propertyinspain.com/
4 ივნისი 2026 23:55
#12   Wilda
      
References:


North brunswick library pads.zapf.in
4 ივნისი 2026 22:04
#11   Tammi
      
4 ივნისი 2026 20:24
#10   Zelda
      
References:


Diamond jo casino dubuque https://architecturewiki.site/wiki/NV_Casino
4 ივნისი 2026 11:54
#9   Adam
      
References:


Margaritaville casino https://gamingwiki.space
4 ივნისი 2026 10:20
#8   Clement
      
References:


Play roulette for fun https://actualites.cava.tn/user/maplequit12/
4 ივნისი 2026 09:49
#7   Shanna
      
References:


Wild vegas casino https://doc.adminforge.de/s/sKwwkawsF0
4 ივნისი 2026 06:46
#6   Desiree
      
References:


Potawatomi casino roadwiki.site
3 ივნისი 2026 16:15
#5   Eric
      
References:


Missouri casinos liveheadline.site
3 ივნისი 2026 00:21
#4   Justin
      
References:


Mgm casino las vegas http://www.taban-miniatures.com
2 ივნისი 2026 18:40
#3   Mickey
      
References:


Casino grand cercle escatter11.fullerton.edu
2 ივნისი 2026 08:44
#2   Ina
      
31 მაი 2026 17:21
#1   Ute
      
References:


Muckleshoot casino http://www.cruzenews.com/
27 მაი 2026 15:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი