ბავშვები სკოლაში 5-ის ნაცვლად ისევ 6 წლის ასაკიდან შევლენ?
06-02-2014, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც სასკოლო ასაკი 5-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, ისევ 6 წლით განისაზღვრება.

 

 

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად ისინი ჩაითვლებიან, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.

 

 

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დადებით შედეგს მოიტანს, ვინაიდან 5 წლის ბავშვს, ემოციური და ფსიქოსოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო მზაობა არ აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.mes.gov.ge/content.php?id=4994&lang=geo 

კომენტარები: 22
#2   ნარი
      
მე პედაგოგი ვარ და მეც არ ვეთანხმები მაგ კანონის მოიღებას მართლა რა დააშავა იმ ბავშვმა ვინც სექტემბრის ბოლოს ხდება ექვსი წლის,ვიზიარებ მშობლების პოზიციას,უნდა იყოს დეკემბრამდე ვისაც უსრულდება ექვსი წელი
4 აპრილი 2014 22:12
#1   manana
      
ძალიან არ მომწონს და ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი,ჩემი შვილი 2015 წლის 26 სექტემბერს ხდება 6 წლის და 10 დღის გულისთვის ერთი წელი უნდა გაუცდეს ძალიან განვიცდი ამ ამბავს ,და ჩემს გარშემო ჩემს დღეში უამრავი მშობელია, უნდა მიიღონ დეკემბრამდე ვისაც უსრულდება ექვსი წელი და არა სასწავლო წლის დაწყებამდე..............ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ,მშობლების უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით...
30 მარტი 2014 12:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი