შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები, აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
მინისტრის განმარტებით, მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა.
„ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა”, აცხადებს დავით სერგეენკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.