აშშ-საქართველოს „ყველაზე ამბიციური პროექტი“ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო
18-05-2018, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-საქართველოს ყველაზე ამბიციური პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო. „საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს უფრო გაზრდის და გააძლიერებს“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ GDRP-ის დაწყება და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა დღეს, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ კი, აღნიშნა, რომ პროექტი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აშშ და საქართველო იზიარებენ საერთო ვალდებულებას, უზრუნველყონ ქართველი ხალხის უსაფრთხოება და რეგიონის სტაბილირობა.

 

 

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი, რომელიც GDRP პროგრამით მომზადებას პირველი გაივლის, ასევე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრისა და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების კოლოფები.

 

 

პროექტის მნიშვნელობაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ მიმართეს. შემდეგ კი, საბრძოლო მომზადების ცენტრი სიმბოლურად ლენტის გაჭრით გახსნეს.

 

 

თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში აამაღლებს საბრძოლო მზადყოფნის დონეს და დადებითად აისახება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაზე. მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას. GDRP-ის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები ჯერ კიდევ 2017 წელს განხორციელდა - პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოხდა კონკრეტული ქვედანაყოფების განსაზღვრა და დაიწყო მათი მოსამზადებელი ტრენინგები. პროგრამის ფარგლებში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი. თითოეული ბატალიონის მომზადება უშუალოდ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 3 თვის განმავლობაში. ამერიკელი პარტნიორების დახმარებითვე მოხდება საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) აღჭურვა თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით. GDRP-ის აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე იწყება და 2021 წლამდე გაგრძელდება.

 

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მისი განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდება აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ხოლო შემდგომ წლებში მოხდება უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის გადაბარება ქართველ ინსტრუქტორებზე. 2020 წლიდან აღნიშნულ პროგრამას მთლიანად უხელმძღვანელებენ საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი ინსტრუქტორები.

 

კომენტარები: 73
#53   Agnes
      
References:


Bank transfer casino deposit Australia rcmx.net
30 ოქტომბერი 2026 22:05
#52   Markus
      
References:


Wire transfer casino banking options Australia shareshortcuts.com
30 ოქტომბერი 2026 20:13
#51   Ollie
      
References:


BPay pokies no deposit bonus tablet pokies bpay
30 ოქტომბერი 2026 02:26
#50   Shauna
      
References:


MiFinity online pokies Australia real money https://www.24propertyinspain.com/user/profile/1552691
30 ოქტომბერი 2026 01:46
#49   Kami
      
References:


Payid pokies no deposit bonus instant play payid pokies
30 ოქტომბერი 2026 00:41
#48   Sharyl
      
References:


Payid pokies sites pay
id pokies real money
29 ოქტომბერი 2026 16:09
#47   Esther
      
References:


Neosurf casino free spins australia https://woolenbongo80.werite.net/
29 ოქტომბერი 2026 14:22
#46   Modesto
      
References:


Bpay high roller pokies sign up BPay casino Australia
29 ოქტომბერი 2026 12:28
#45   Vanessa
      
References:


Osko casino games xtuml.org
28 ოქტომბერი 2026 23:22
#44   Simon
      
References:


Australian casino wire deposit electronic funds transfer casino australia
28 ოქტომბერი 2026 07:48
#43   Antoinette
      
References:


Wire transfer casino deposit australia wire transfer casino withdrawal methods Australia
28 ოქტომბერი 2026 06:54
#42   Emelia
      
References:


Neosurf casino loyalty rewards australia https://dezcity74.ru/user/girdleitaly3/
27 ოქტომბერი 2026 17:35
#41   Paulette
      
References:


MiFinity casino tutorial Australia https://a-taxi.com.ua/user/birdcan07/
27 ოქტომბერი 2026 08:03
#40   Son
      
References:


Payid pokies no KYC skitterphoto.com
27 ოქტომბერი 2026 02:11
#39   Cory
      
References:


Trusted payid pokies australia VIP
payid pokies australia
27 ოქტომბერი 2026 00:55
#38   Samuel
      
References:


Mobile payid pokies australia https://dok.kompot.si/
26 ოქტომბერი 2026 23:18
#37   Hanna
      
References:


Trusted payid pokies australia https://eggswiki.site
26 ოქტომბერი 2026 22:32
#36   Anastasia
      
References:


Safe bank wire casinos australia https://bbs.kxwh.cn/
23 ოქტომბერი 2026 14:50
#35   Yasmin
      
References:


Play pokies with neosurf australia bay-mooney.federatedjournals.com
22 ოქტომბერი 2026 11:37
#34   Wilfredo
      
References:


Neosurf casino tips australia jszst.com.cn
19 ოქტომბერი 2026 10:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი