ათეულობით სოფელი მოწყდა გარე სამყაროს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე, სადაც მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.
როგორც GUARDIAN.GE-ს ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, სოფელ ბაბილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა.
„დილით ვიყავი საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე. სოფელ ბაბილთან, სადაც დიდი მოცულობის კლდის მასა იყო ჩამოშლილი, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე, უკვე მოძრაობენ ავტომანქანები", განაცხადა ლენტეხის მერმა.
ბაბილთან დიდი კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, გარესამყაროს იყო მოწყვეტილი ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.