ნიკა მელიას განცხადებით, მას შემდეგ რაც 4 მილიონი დაიკარგა და კორუფციული სქემები გაიშიფრა, ღარიბაშვილი, ჯანყარაშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი შავლიაშვილი მხოლოდ „სახლში გაუშვეს“
20-07-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკა მელიას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი კორუფციას ებრძვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ივანიშვილი მართლა რომ ებრძოდეს კორუფციას, მაშინ ქუმსიშვილის და ალავიძის გარდა საგამოძიებო პროცედურები ღარიბაშვილის, ჯანყარაშვილის, მამაცაშვილის, ფარცხალაძის, შავლიაშვილის და სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგაც უნდა ტარდებოდეს, რადგან მელიას თქმით, მაგალითად, შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ 4 მილიონი ლარი დაიკარგა და ამ ფულის უკან მდგომი ღარიბაშვილი, ჯანყარაშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი შავლიაშვილი მხოლოდ „სახლში გაუშვეს“ და სხვა გაგრძელება ამ საქმეს არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ „საწყალ ბუღალტერზე გადატყდა ჯოხი“ და მხოლოდ ეს ქალბატონი დააკავეს.

 


აღნიშნულ საკითხზე ნიკა მელიამ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ახალქალაქიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

 


„როდესაც კვირიკაშვილი იყო მოუსული ჩვენთან ფრაქციაში, ვუთხარი, რომ ის გახლდათ კორუმპირებული. ბატონ ქუმსიშვილს საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას კონკრეტული ფაქტები მოვუყვანე, მაგრამ მაშინ რატომღაც ყურს არავინ იბერტყავდა და მთელი ქართული ოცნების დეპუტაცია, მთლიანი შემადგენლობით, საპასუხოდ თავს გვესხმოდა - ფიზიკურადაც მზად იყვნენ, კვირიკაშვილი დაეცვათ ამ პოლიტიკური ბრალდებისგან - განსაკუთრებით მახსოვს ქუთაისში საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას. დღეს კვირიკაშვილის სახელის ხსენებაც, ბატონი ქუმსიშვილის სახელის ხსენებაც აკრძალული აქვს მთლიან შემადგენლობას „ქართული ოცნების“. რისი თქმა მინდა? საუბარი იმაზე, რომ თითქოს ახლა ივანიშვილი ებრძვის კორუფციას... მოდით, ერთ მარტივ კითხვას დაგისვამთ. რომ დავიჯეროთ, რომ ბატონი ივანიშვილი ებრძვის კორუფციას, ერთი წამით რომ მინდოდეს, რომ დავიჯერო, პირველ რიგში, ბატონი უჩა მამაცაშვილი, ბატონი ჯანყარაშვილი, რომლის მეცადინეობითაც 4 მილიონი ლარი დაიკარგა, გახსოვთ სახელმწიფო წყლის კომპანიაში, ეს ადამიანები რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული? რა თქმა უნდა, აქ სხვა მიზეზი არის, რომელსაც უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. ვერ გეტყვით, რა მანევრირებას აკეთებს ივანიშვილი... ბატონი ქუმსიშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ვერ გეტყვით რა მანევრირებას აკეთებდა, რატომაც ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მათი პასუხისგებაში მიცემა და მე დარწმუნებული ვარ ისინი მიეცემიან პასუხისგებაში, როგორც მინიმუმ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის მინისტრები. ეს უკვე იკითხება, მაგრამ მაშინ, როდესაც ისინი ემსახურებოდნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს, მაშინ, როგორც უკვე ვახსენეთ, პირიქით, თავიდან ბოლომდე თვითმართლების რეჟიმში იყო „ქართული ოცნება“. ისიც კი მახსოვს, რომ როდესაც ბატონი ქუმსიშვილის მიმართ კონკრეტული ფაქტები წარმოვადგინეთ და მისი ოჯახის წევრის კორუფციაში გარიგების ფაქტები გავახმაურეთ, მისმა მედიაორგანიზაციამ ‘ნიკანორ ცრუ მელია’ მიწოდა... ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან ჩაფლული და ბატონი ქუმსიშვილი დღიდან მოსვლისა რომ ფულს აკეთებს, ბატონი უჩა მამაცაშვილი რომ დღიდან მოსვლისა ფულს აკეთებს, ბატონი ფარცხალაძე, მთელმა საქართველომ, მთელმა თბილისმა იცის, რომ ერთადერთი რამით იყო დაკავებული, ფულის კეთებით, ბატონი ჯანყარაშვილი რომ ერთადერთი რამით იყო დაკავებული, ეს იყო ფულის კეთება და ბატონი ღარიბაშვილი ერთადერთი რამით იყო დაკავებული, ეს იყო ჯიბის გასქელება, ეს ახალია რამე?“ იკითხა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ იგი ფაქტებით საუბრობს.

 


„ცილის დაწამებაა, როდესაც 4 მილიონი დაიკარგა სახელმწიფო წყლის კომპანიიდან და ბუღალტერზე გადატყდა ჯოხი და არც ჯანყარაშვილმა აგო პასუხი და არც მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და არც მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. ცილისწამებაა ეს? და ვინმეს სჯერა, რომ ქალბატონი ბუღალტერი იყო შემოქმედი მთლიანდ იმ კორუფციული სქემისა, რომლის მეშვეობითაც 4 მილიონი ლარი მოიპარეს?

 

 

მელიამ თქვა, რომ არა მარტო მამაცაშვილი, ჯანყარაშვილი, არამედ „თითქმის ყველა მინისტრია ჩართული კორუფციაში“.

 


„ესენი ხომ არ არიან იდეებით გამსჭვალული, ამათ მართლა ხომ არ უნდათ ამ ქვეყნის განვითარება, ან უკეთესი ხვალინდელი დღე ან ინფრასტრუქტურის მოწყობა, ან შთამომავლობას დაუტოვონ განვითარებული, მაგალითად ახალქალაქი, ახალციხე... რამე მითხარით ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გააკეთეს? როგორ უნდა დავიჯერო... კი, ბატონო, დავიჯერებ კორუფციასთან ბრძოლას დავიჯერებ მაშინ, როცა დააკავებენ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ბატონ ფარცხალაძეს, ბატონ ჯანყარაშვილს, ბატონ ღარიბაშვილს და უამრავ სხვა ადამიანს, ვის მიმართაც იყო ლეგიტიმური პრეტენზიები და ფაქტებით გაჯერებული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, აღნიშნა ნიკა მელიამ.

 


იგი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ „ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კორუფციულ სქემებშია გარეული“.

 


„უჩა მამაცაშვილის გარეშე მატარებლის ერთი შემადგენლობა ვერ გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში. ტვირთბრუნვაში თავიდან ბოლომდე არის ჩართული ბატონი მამაცაშვილი. ბატონი ჯანყარაშვილი ვახსენე ხომ? აი, კონკრეტული ფაქტი... კორუფციული სქემა გაიშიფრა და სახლში გაუშვეს ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჯანყარაშვილი და ერთ, ასე ვთქვათ, საწყალ ბუღალტერზე, რომლის ბრალეულობაც ნამდვილად დადასტურდა, მაგრამ ის ამას მხოლოდ, ეულად ვერ გააკეთებდა, და სახლში გაუშვეს და არაფერ შუაში არ არის ჯანყარაშვილი და არაფერ შუაში არ არის ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი შავლიაშვილი და მისი მოადგილე?“, კითხულობს ნიკა მელია და განაგრძობს:

 


„მე ახალს არაფერს არ ვამბობ. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ხალხო, და ეს რეალობაა, არიან ფულის კეთებაზე გადასულები, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როდესაც მათ აქვთ ძალიან მყარი განცდა, რომ ცოტა ხანში ისინი უბრალოდ არ იქნებიან ხელისუფლებაში და არიან მოსწრებაზე.

 

 

„რაც ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან მოვიდა, მათი მთავარი მოტივაცია, მათი მთავარი განზრახვა, ეს არის ფულის შოვნა. ესენი არიან საშოვარზე მოსული. ესენი თუ მართლა კორუფციას ებრძვიან, ახლა მე ახალქალაქიდან ვერთვები. აქ არის წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის კორუფცია, რომლის სათავეში დგას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ენზელ მკოიანი. ნებისმიერი ახალქალაქელი გააჩერეთ და გეტყვით, რა კორუფციული სქემები ვითარდება ახალქალაქში... ერთი კენჭიც არ გორდება. აი, ეს ბატონი „ქართული ოცნების“ დეპუტატია, არადა წლების წინ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი... მომდევნო დღეებში იხილავთ, აქ [ახალქალაქში] შემთხვევით არ ვართ ჩამოსული, მომდევნო დღეებში იხილავთ დამადასტურებელ ფაქტებს“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 163
#143   Charmain
      
References:


MiFinity casino sign up Australia Aussie pokies
MiFinity
22 ოქტომბერი 2026 09:26
#142   Mazie
      
References:


MiFinity casino baccarat Australia https://dudoser.com/user/branchperson71/
22 ოქტომბერი 2026 07:18
#141   Shannan
      
22 ოქტომბერი 2026 05:00
#140   Neville
      
References:


Osko pokies instant bank transfer Osko pokies real money Australia
21 ოქტომბერი 2026 03:08
#139   Linette
      
References:


Wire transfer accepted casino Australia australian casinos accepting wire transfers
20 ოქტომბერი 2026 14:28
#138   Viola
      
References:


Wire transfer casino banking options Australia wire transfer casino Android Australia
20 ოქტომბერი 2026 13:55
#137   Bret
      
References:


Neosurf baccarat australia licensed neosurf
casinos australia
19 ოქტომბერი 2026 04:27
#136   Melisa
      
References:


BPay online casino games https://gitlab.herzog-it.de/platenephew02
18 ოქტომბერი 2026 18:52
#135   Meridith
      
References:


Bpay casino pokies bonus https://rentry.co/6rhspmmb
18 ოქტომბერი 2026 15:49
#134   Veda
      
References:


Legit BPay casinos Australia low deposit BPay casino Australia
18 ოქტომბერი 2026 14:34
#133   Rodrigo
      
References:


Wire transfer casinos aud australian wire transfer casinos
16 ოქტომბერი 2026 05:09
#132   Maxine
      
References:


Neosurf casino withdrawal times https://tvoyaskala.com/user/bobcatrest43/
15 ოქტომბერი 2026 17:00
#131   Arnulfo
      
References:


Instant withdrawal casino australia neosurf mashspec.ru
15 ოქტომბერი 2026 13:50
#130   Cooper
      
References:


Direct bank transfer payid pokies https://dreevoo.com
14 ოქტომბერი 2026 23:22
#129   Michal
      
References:


Online pokies Australia real money Osko molchanovonews.ru
14 ოქტომბერი 2026 12:32
#128   Mavis
      
References:


Instant osko pokies 10 dollar deposit pokies osko
14 ოქტომბერი 2026 12:21
#127   Tahlia
      
References:


Trusted osko casinos australia pad.stuve.de
14 ოქტომბერი 2026 07:19
#126   Wilbur
      
14 ოქტომბერი 2026 07:14
#125   Kay
      
References:


Neosurf casino without id australia qingdaomop.com
14 ოქტომბერი 2026 04:08
#124   Poppy
      
References:


Real money bank wire casino australia http://kuniunet.com
14 ოქტომბერი 2026 01:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი