„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო", აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
კარასინი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა „სამხრეთ ოსეთში სისხლიანი აგრესიის შემდეგ, მან სრულიად ახალი რეალობა მიიღო, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოების წარმოშობაში გამოიხატება".
„2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე თბილისი და სხვა დედაქალაქები უნდა მიხვდნენ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია.... აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ვანვითარებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, ამბობს კარასინი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.