ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, „მე ვრჩები თქვენ სამსახურში ისევე, როგორც მანამდე ვიყავი".
„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში, ძალაინ რთული პერიოდი გამოიარა და არც ერთხელ ამის გამო, ჩემთვის არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას იმიტომ, რომ გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, დამიჯერეთ.... რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ, მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, მაშინ, როცა მე გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებულობაში, რომ მე სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას - მე ვრჩები თქვენ სამსახურში ისევე, როგორც მანამდე ვიყავი", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.