უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები სტიქიური უბედურებიდან უკვე 10 დღის შემდეგ დაუფარავად აცხადებენ, რომ სტიქიურად სარისკო ზონებში ბინის ფასი საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, განსაკუთრებით იმ მდინარისპირა ადგილებში, სადაც ხალხი უსაფრთხო ცხოვრებას ეჭვის თვალით უყურებს. აღნიშნულ თემაზე გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.
გაზეთის ცნობით, გარდა იმისა, რომ სტიქია ბინების გაიაფებას გამოიწვევს, შეიცვლება მიდგომაც. უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელები განმარტავენ, რომ 13 ივნისის სტიქიამ მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნა რადიკალურად შეცვალა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრაგედიის შემდეგ მყიდველი განსაკუთრებულ ყურადღებას საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასა და მდებარეობას აქცევს, რითაც აქამდე შეიძლება ნაკლებად, ან თითქმის არ დაინტერესებულიყო.
,,ბინის ყიდვის დროს მომხმარებელი შენობის მდგრადობით ისედაც იყო დაინტერესებული, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ეს, მნიშვნელოვანი ფაქტორი არასდროს ყოფილა. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, პრიორიტეტი ახლებურად ჩამოყალიბდა. კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ველოდებით, სტიქიურად აქტიურ ზონებში საფასო ცვლილებაა. ამ ადგილებში უძრავი ქონების ფასი მკვეთრად შემცირდება და საბაზრო ღირებულებისგან დიდად განსხვავებული იქნება. ეს უტყუარი ფაქტია, რასაც ცენტრალური უბნების მოსახლეობა ძალიან მალე შეამჩნევს", - განაცხადა უძრავი ქონების სააგენტო ,,ბერუკას" დირექტორმა ავთანდილ გუგეშაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.