37-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
03-01-2019, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

37-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც 31 დეკემბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

 


48 ბინისაგან შემდგარ საცხოვრებელ კორპუსში 120 ადამიანი ცხოვრობდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკარგულად არის გამოცხადებყული 4 ადამიანი. ინდუსტრიულ ქალაქში ტემპერატურა დღის განმავლობაში -17C-ს შეადგენს და ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ნანგრევებში ვინმე გადარჩენილი იპოვონ.

 


აფეთქება ორშაბათს, ადგილობრივი დროით 06:02 საათზე მოხდა და ვარაუდობენ, რომ აფეთქების ეპიცენტრი პირველი სართული იყო, სადაც ოფისები იყო განთავსებული და ამის შემდეგ დანარჩენი 9 სართული ჩამოიქცა. დაზიანებები აქვს მიღებული ახლომდებარე საცხოვრებელ ბინებსაც.

 


ქალაქი მაგნიტოგორსკი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 695 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

მაშველებმა ახალი წლის ღამეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. 

 

 

11 თვის ბავშვი, სახელად ივანი, რომელიც გონებაზე იმყოფება, მაგრამ „უკიდურესად კრიტიკულ“ მდგომარეობაშია, თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩვილს კიდურების მძიმე მოყინულობა აღენიშნება და ქალაქ მაგნიტოგორსკის საავადმყოფოდან მისი მოსკოვში ევაკუაცია განხორციელდა.

 


გაზისგან გამოწვეულ აფეთქებას ბავშვის დედაც გადაურჩა.

 

 

როგორ იპოვეს ჩვილი მაშველებმა?

 


ბავშვი თავის საწოლში, საბანში შეხვეული იპოვეს ურალის რეგიონის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღისით ტემპერატურა -17 გრადუსი ცელსიუსია.

 


ერთ-ერთი მაშველი, პიოტრ გრიშჩენკო აღწერს, თუ როგორ იპოვა ჩვილი, რომელზეც თავდაპირველად იფიქრა, რომ გოგო იყო.

 

 

 


„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავით, რომ იქ სიწყნარე ყოფილიყო, რომ გაგვეგო ხმა გამოდიოდა თუ არა“, უთხრა მან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, „რასია 24“-ს.

 


„ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთმა მაშველმა, ანდრეი ვალმანმა, მომიჯნავე საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს, ჯერ კიდევ მდგარი კორპუსის ნაწილთან, ბავშვის ტირილი გაიგო.

 


„ამის შემდეგ ჩვენ ხელსაწყოებით მუშაობა შევწყვიტეთ იმისათვის, რომ კვლავ დავრწმუნებულიყავით და სმენად გადავიქეცით. როდესაც ჩვენ ვთქვით ‘წყნარად!’ ბავშვს რეაქცია ჰქონდა და ისიც დაწყნარდა. როდესაც ჩენ ვთქვით ‘სადა ხართ?’ მან ისევ რეაქციით გვიპასუხა.

 


როდესაც ჩვენ დავრწმუნდით, ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელმა, რომელიც უფრო გამოცდილია, თქვა: ‘ეს არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ’ და გვითხრა, მოგვეცილებინა ნანგრევები“.

 

 

ქალაქში, არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა.

 

კომენტარები: 28
#8   Kennith
      
4 ივნისი 2026 21:52
#7   Adolfo
      
References:


Sky zone las vegas https://commonwiki.space/
4 ივნისი 2026 21:41
#6   Vonnie
      
References:


Snoqualmie casino king-bookmark.stream
4 ივნისი 2026 21:23
#5   Shelli
      
4 ივნისი 2026 21:09
#4   Kristine
      
References:


Best online roulette https://gratisafhalen.be/author/loanturtle0/

References:


Valley forge casino http://www.qazaqpen-club.kz/en/user/violetstone2/
4 ივნისი 2026 19:51
#3   Jada
      
References:


Blackjack wizard of odds https://neoclassical.space
4 ივნისი 2026 11:45
#2   Saul
      
References:


Online casino biz https://pad.stuve.de
4 ივნისი 2026 11:40
#1   Rachael
      
3 ივნისი 2026 12:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი