„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ შემოწმებისას „დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა“
18-01-2019, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე კომპანიის კვალიფიციური წარმომადგენლები მობინადრეთა გამოძახების საფუძველს იმყოფებოდნენ და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმეს შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები - აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

 


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა.

 


კომპანიამ რეგულაციების შესაბამისად განიხილა და ტექნიკური პირობა გასცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის 88 ბინაზე, საერთო სიმძლავრით 332 კუბ.მ./სთ; ტექნიკური პირობის საფუძველზე, ასევე საქართველოში გაზის მეურნეობაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად განხორციელდა გაზმომარაგების პროექტის მომზადება და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულ კორპუსში ჩართვები 2017 წლის 30 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო. გამომდინარე იქიდან, იყო თუ არა აბონენტი მზად მისი ვალდებულებების ნაწილში ბუნებრივი გაზის ჩასართავად.

 


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, 49-ე ბინაში, სადაც სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით.

 


ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ 2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შევიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. N8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.

 

 

„აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად, კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები.

 


აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

 


შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით. იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში.

 


კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.

 


აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 


რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განმარტავს, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.

 


„მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100 პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები“, ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 63
#43   Chauncey
      
References:


Sofortüberweisung online casino casino sofortzahlung
22 სექტემბერი 2026 12:09
#42   Tia
      
References:


Casino mit sofort bezahlen Wie funktioniert
Sofortüberweisung im Casino
22 სექტემბერი 2026 06:26
#41   Abigail
      
References:


Real money wire transfer casinos australia
http://bbs.88moli.top/
21 სექტემბერი 2026 11:11
#40   Graig
      
References:


Play pokies with neosurf https://rentry.co
20 სექტემბერი 2026 23:31
#39   Ferne
      
References:


PayID pokies Australia online pokies PayID
withdrawal
20 სექტემბერი 2026 22:04
#38   Estela
      
References:


Osko casino app https://gitlab.oc3.ru/
20 სექტემბერი 2026 03:21
#37   Rickey
      
References:


Top rated Osko casinos osko casino payment method
20 სექტემბერი 2026 02:42
#36   Hong
      
References:


Online pokies Australia real money Osko fast withdrawal pokies Australia
19 სექტემბერი 2026 21:36
#35   Yukiko
      
References:


Legit BPay casinos Australia bpay pokie apps real money
19 სექტემბერი 2026 16:39
#34   Fran
      
19 სექტემბერი 2026 08:22
#33   Lenard
      
References:


1 minimum deposit casino australia payid payid pokies reviews
18 სექტემბერი 2026 18:07
#32   Dominick
      
References:


Payid pokies dancewiki.site
16 სექტემბერი 2026 16:27
#31   Cortney
      
References:


$5 payid pokies australia same day payout pokies payid
16 სექტემბერი 2026 05:14
#30   Porter
      
References:


5 dollar deposit pokies payid 1 minimum deposit casino australia payid
14 სექტემბერი 2026 12:45
#29   Danielle
      
References:


No deposit payid pokies australia pokies payid instant
13 სექტემბერი 2026 04:56
#28   Silvia
      
12 სექტემბერი 2026 17:14
#27   Oscar
      
References:


Trusted payid pokies australia free
spins payid pokies australia
12 სექტემბერი 2026 05:07
#26   Paulina
      
References:


Payid pokies fast payout ondashboard.win
12 სექტემბერი 2026 00:15
#25   Francesco
      
References:


Top rated payid pokies desktop payid pokies
11 სექტემბერი 2026 03:25
#24   Delia
      
References:


EFT casino customer support Australia community.cantabilesoftware.com
4 სექტემბერი 2026 22:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი