„მე ძალიან კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, იგი ადამიანებს უყურებს, როგორც ჭიანჭველებს, რომლებიც შეუძლია რომ გასრისოს. კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცნობ, ყველა კაპიკს ითვლის. არც ერთი ქველმოქმედება თუ ვითომ რაღაც კარგი საქმე მაგას არ გაუკეთებია მერკანტილური გათვლის გარეშე“, უთხრა ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა და ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი სიგუამ, რომელიც ამჟამად მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი გახდა და უცხოეთში მოძრაობის, „ერთად სახლში“ ფარგლებში ემიგრანტებთან მათი ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ მობილიზების მიზნით შეხვედრებს მართავს.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ახლოს, ვიცი რა ადამიანიც არის. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს უყურებს, როგორც ჭიანჭველებს, რომ შეუძლია, აი, ასე გაგსრისოს. რაც უფრო დაჩაჩანაკებული იქნები, რაც უფრო გაღატაკებული იქნები, რაც უფრო ნაკლები საშუალება გექნება, მით უფრო მარტივია შენი დაჩმორება და შენი დამონება პრაქტიკულად, რაა. ბიძინა ივანიშვილს არ ჰყავს არც თანამებრძოლები, არც თანაგუნდელები, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მონები. მანდ არის ორი ვარიანტი. ან უნდა იყო ბიძინას მონა, ან არ უნდა იყო იყო ბიძინას მონა. უნიკალური სისტემა შექმნა ამ ადამინმა საქართველოში. ის მართავს ყველაფერს, მაგრამ პასუხს არაფერზე არ აგებს. და ამბობს ეს ადამიანი, რომ თქვენ არ მოგწონთ მთავრობა? თქვენ არ მოგწონთ, რომელიღაცა მინისტრი? კი ბატონო, რა პრობლემაა, გადადგება კვირიკაშვილი, გადადგება ღარიბაშვილი, გადადგება ბახტაძე, გადადგება ხადური, დავიჭერ კიდევაც, ოღონდ მე არ შემაწუხოთ. ასეთი სისტემა, როდესაც ფიზიკური თუ იურიდიული პირი აკონტროლებდა ყველაფერს და არ აგებდა არაფერზე პასუხს, იყო საბჭოთა კავშირში. ასე იყო კომუნისტური პარტია. კომუნისტური პარტია არაფერზე არ აგებდა პასუხს. ის იყო პოლიტიკური პარტია, მაგრამ რეალურად აკონტროლებდა ყველაფერს. თუ რაღაცა იქნებოდა ჩავარდნა, მოხსნიდნენ მინისტრს, მოხსნიდნენ ქარხნის დირექტორს, დაიჭერდნენ, დახვრიტავდნენ, პარტია არაფერზე არ აგებდა პასუხს.
ის, რამაც დააჩქარა ამ მოძრაობის [ერთად სახლში] შექმნა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი ქვს გაზაფხულზე დახუროს „რუსთავი 2“ და დაბლოკოს საქართველოში „ფეისბუქი“. ანუ იმის შემდეგ რაც შიში იწვნია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ძალიან გაფითრებული და ძალიან ცივი სახით რომ გამოვიდა, ხომ გახსოვთ, იმის მერე აქვთ იმის შიში, რომ სიტყვის თავისუფლება, სოციალური ქსელები მაინც სადღაც განავრცობს მის საწინააღმდეგო აზრს, ეს ყველაფერი რომ მოაშთოს არის ორი რაღაცა საქართველოში დღეს, მთავარი განსხვავებული აზრის გამტანი - ეს არის „რუსთავი 2“ და ეს არის „ფეისბუქი“. „ფეისბუქი“ არის დაბლოკილი ბევრ ქვეყანაში, ჩინეთშიც დბლოკილია, ჩრდილოეთ კორეაში არის დაბლოკილი, ბელარუსიაში არის შეზღუდული, რუსეთში არის შეზღუდული. ერთი კვირის წინ პარლამენტში შეიტანეს კანონი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. 1933 წელს, როდესაც ფაშისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჰიტლერმა შემოიტანა ეს კანონი, ეხლა არის საჭირო შევზღუდოთ სიტყვის თავისუფლებაო და რაც გააკეთეს ყველამ კარგად იცით... მე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ ბელარუსიაში და ვნახე ეს რას ნიშნავს, სადაც ადამიანები ჩურჩულით საუბრობენ, ყველას ერთმანეთის ეშინია და ვინმეს თუ რაღაც არ მოსწონს და განსხვავებული აზრი აქვს, ის ადამიანები ქრებიან, უბრალოდ ქრებიან, გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს დავუშვათ.
ის რომ, ემიგრაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, პრაქტიკულად მიშას კანდიდატმა აიღო 65%, კი ბატონო გრიგოლ ვაშაძემ, მაგრამ მიშა არის ამ წუთას მეორე პოლუსი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. 65% მოიგო ემიგრაციაში ვაშაძემ. რატომ? იმიტომ, რომ ემიგრაციაში ის ხახვი ვერ დაარიგეს, კარტოფილი ვერ დაარიგეს, ვერ მოისყიდეს, ვერ შეაშინეს. გლდანში და დიდ დიღომში ჩემი თვალით ვნახე ნარკომანები, რომლებიც მოდიოდენ არჩევნებზე, ცხოვრებაში რომ არჩევნებზე არ ყოფილან, ის ადამიანები - ნარკოტიკები დაურიგეს იმ ნარკომანებს და ისე მოიყვანეს არჩევნებზე. ვიღაცას სახლი უყიდეს. ეს ადამიანი მიეჩვია, რომ ყველაფერს ყიდულობს ამ ქვეყანაში, მერე ისევ საქართველოს მოსახლეობისგან იღებს ამ ფულს. კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცნობ, ყველა კაპიკს ითვლის. არც ერთი ქველმოქმედება იქნება თუ ვითომ რაღაც კარგი საქმე მაგას არ გაუკეთებია მერკანტილური გათვლის გარეშე“, განაცხადა გიორგი სიგუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.